გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსის მცხოვრებლები სასტუმროებში გადაჰყავთ

გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსის მცხოვრებლები ამ წუთებში სასტუმროებში გადაჰყავთ. როგორც ჟურნალისტებს გლდანის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ განუცხადა, სასტუმროში გადადის კორპუსის მე-4 სადარბაზოში მცხოვრები 27 ოჯახი სრულად და მე-3 სადარბაზოს მცხოვრებლების ნაწილი. რაც შეეხება დანარჩენ სადარბაზოებს, გამგებლის ინფორმაციით, მათი მობინადრეების გაყვანა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ექსპერტები ჩათვლიან, რომ კორპუსში აღნიშნული მცხოვრებლების დარჩენა, შესაძლოა, საფრთხეს შეიცავდეს.

"მერიის სამსახურები და გამგეობა უკვე მუშაობს ადგილობრივების დაბინავების მიმართულებით. ისინი სასტუმროებში იქნებიან გადაყვანილი, მერე კი უკვე ბინის ქირის უზრუნველყოფით მოხდება მათი სხვაგან გადაყვანა", - აღნიშნა გლდანის გამგებელმა.

რაც შეეხება შენობის მდგრადობას, მისი ინფორმაციით, მთლიანად ჩანგრეულია კორპუსის მეოთხე სადარბაზოს მე-4, მე-5 და მე-6 სართულების შიდა სივრცე.

"ძალიან რთულია კონსტრქუციული ნაწილი, რადგან მძიმე დაზიანებებია. ექსპერტების დასკვნის საფუძველზე გადაწყდება, მოხდება რაიმეს დემონტაჟი თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ბჯენების წინა და უკანა ფასადი დაძრულია და გადმოხრილია დაახლოებით 30-40 სანტიმეტრით", - აღნიშნა ბესიკ ქარცივაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს