"ჰუალინგ ჯგუფი" "თბილისი 2015"-ის ოლიმპიური სოფლის გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

"ჰუალინგ ჯგუფი" "თბილისი 2015" ოლიმპიური სოფელი "ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალ ქალაქში" გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც "ჰუალინგ ჯგუფის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გუშინ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა " თბილისი 2015" ოლიმპიური სოფელი ოფიციალურად გახსნა.

"ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალ ქალაქში" განთავსებული ოლიმპიური სოფელი მოიცავს: 3800 სპორტსმენის საცხოვრებელ 9 კორპუსს, 2000 ადამიანზე გათვლილ რესტორანს, ფიტნესცენტრს, 5-ვარსკვლავიან სასტუმროს "ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" , 85 მსუბუქ ავტომობილზე და 65 ავტობუსზე გათვლილ პარკინგის ზონას. სასტუმროში განთავსებულია ასევე ოლიმპიური ფესტივალის მთავარი საინფორმაციო ცენტრი.

"ჰუალინგ ჯგუფის" მხრიდან ინვესტიცია განხორციელდა ასევე ოლიმპიური სოფლის ობიექტების მოწყობა–აღჭურვისათვის.

კომპანიამ 9 საცხოვრებელი კორპუსის 534 ბინა სრულად უზრუნველყო სასტუმროს საჭირო მოხმარების საგნებით, კორპუსებში არსებული 49 ქვეყნის გუნდების ხელმძღვანელების ოფისები - საოფისე ავეჯით, ხოლო პოლიკლინიკა - სამედიცინო აპარატურით და ინვენტარით.

ოლიმპიურ სოფელში "ჰუალინგ ჯგუფის" მიერ გამართული და აღჭურვილი რესტორანი და სარეკრეაციო ზონა ასევე მოემსახურება სპორტსმენებს. აქ განთავსებული ფიტნესცენტრი შიდა საცურაო აუზით და სავარჯიშო დარბაზით, ყველანაირ პირობას შესთავაზებს შეჯიბრებიდან დაბრუნებულ ახალგაზრდებს განტვირთვისათვის.

ოლიმპიური სოფლის შიდა ეზო და სარეკრეაციო ტერიტორია გამწვანებულია. ქვით მოკირწყლული ბილიკები, ეზოს ცენტრში, შადრევანთან ერთიანდება.

ამასთანავე, "ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალ ქალაქში" საგზაო ინფრასტურქტურაც დასრულებულია. ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე ახლად გაყვანილი ვაზისუბანი–ვარკეთილის, ვაზისუბანი-თბილისის ზღვის შემაერთებელი გზები, ქალაქი მასშტაბით სპორტსმენების ოლიმპიური ფესტივალის სხვა სპორტულ ობიექტებთან ტრასპორტირებას გაამარტივებს.

"ჰუალინგ ჯგუფმა" დასრულებული ოლიმპიური სოფელი თბილისის მერიას უსასყიდლოდ გადასცა და კომპლექსის მართვას მთლიანად "თბილისი 2015" საორგანიზაციო კომიტეტი უზრუნველყოფს. გუშინვე, "თბილისი 2015" ოლიმპიური სოფლის ხელმძღვანელად, ყოფილი ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი დასახელდა", -ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის