ჭიათურაში დღეს რაიონის დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
მამუკა გოგატიშვილი, რომელიც ამ დრომდე ჭიათურის გამგებელი იყო, პარლამენტის მანდატისთვის იბრძოლებს.
კანდიდატის წარდგენას ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები დაესწრნენ.
დღესვე მიხეილ მაჭავარიანი ქუთაისში ჩავა, სადაც ქუთაისის დეპუტატობის კანდიდატს, იმერეთის ყოფილ გებერნატორს აკაკი ბობოხიძეს წარადგენს.