მცხეთაში მშენებლობაზე, პრივატიზაციასა და გასხვისებაზე მორატორიუმი  კერძო სექტორსაც  ეხება

მცხეთაში ნებისმიერი სახის მშენებლობაზე, პრივატიზაციასა და გასხვისებაზე მორატორიუმი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორსაც ეხება.

"მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ" მთავრობის მიერ დღეს მიღებული დადგენილების დანართში განსაზღვრული იქნება ის ზონები, სადაც ქონების გასხვისებას ვერ შეძლებენ.

"მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც 2016 წლის 31 დეკემბრამდე ცხადდება მორატორიუმი ყველანაირ სამართლებრივ სამუშაოებზე მიწის და ქონების პრივატიზაციაზე. ეს მორატორიუმი გულისხმობს მცხეთის ქალაგგანაშენიანების და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების დამუშავების პროცესის დასრულებას და შეთანხმებას იუნესკოსთან, რათა მცხეთა საბოლოოდ დაბრუნდეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად სიაში. ეს ეხება ყველაფერს, კერძოსაც და სახელმწიფოსაც იმ ზონებში, რომელიც მონიშნულია მთავრობის დადგენილების დანართში", - განაცხადა გიორგაძემ.

აღნიშნული მორატორიუმი 2016 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს