არასამთავრობო ორგანიზაციები "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები "რუსთავი2"-თან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ზოგადი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე , არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთელი პროცესის მიღმა შეიძლება პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს. ორგანიზაციების აზრით, "რუსთავი 2"-ის ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს საქართველოში ყველაზე რეიტინგული, კერძო ტელეკომპანიის სრულფასოვან ფუქნციონირებას.

"ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საკუთრებასთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ქონების დაყადაღების გადაწყვეტილებას, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს საქართველოში ყველაზე რეიტინგული, კერძო ტელეკომპანიის სრულფასოვან ფუქნციონირებას.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ უკვე დააყადაღა ტელეკომპანიის ქონების ნაწილი.

ამ დრომდე კომპანიის თანამესაკუთრეობაზე და მოსალოდნელ სამართლებრივ დავაზე არაერთ პირს განუცხადებია, მათ შორის არა მხოლოდ ტელეკომპანიასთან უშუალოდ დაკავშირებულ, არამედ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საჯარო კრიტიკის საგანი. ამ ფონზე, უშუალოდ კომპანიის მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე ქმედებები პირველად განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებულ დავას აქვს კერძო სამართლებრივი ხასიათი, ზოგადი პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მთელი ამ პროცესის მიღმა შეიძლება პოლიტიკური ინტერესი იკვეთებოდეს. ეს ეჭვები ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთი განცხადებით კიდევ უფრო მყარდება. საქართველოში მედიის თავისუფლების და პლურალიზმის განვითარებისათვის აუცილებელია, ამ ეჭვის გაქარწყლება, რისთვისაც პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად უნდა წარიმართოს და ტელეკომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. მოვლენების ასეთი განვითარება განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება, აღმოჩნდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, რა დროსაც სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნვესაყოფად პლურალიზმს და მოსაზრებათა მრავალფეროვნებას დემოკრატიული პროცესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართ და აცხადებენ, რომ ყურადღებით დააკვირდებიან "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მოვლენების განვითარებას.

ერთობლივ განცხადებას "მედიის განვითარების ფონდი – MDF", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI", "საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS" და "ტოლერანტობისა და მარავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI" აწერენ ხელს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ