ძლიერი წვიმის გამო, "ჰით ბათუმი 2015"-ის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო

ძლიერი წვიმის გამო "ჰით ბათუმი 2015"-ის ფარგლებში ბათუმის პიაცაზე დაგეგმილი კონცერტი გადაიდო. ამერიკელი მულტი-ინსტრუმენტალისტი ედრიან ბელიუ მსმენელის წინაშე გუშინ უნდა წარმდგარიყო, თუმცა უამინდობის გამო კონცერტი დღეისთვის გადაიდო.

კონცერტის ორგანიზატორების ინფორმაციით, ედრიან ბელიუს კონცერტი დღეს, 20:00 საათზე ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრში ჩატარდება.

უამინდობის გამო ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. 26 მაისის, აღმაშენებლის, ლერმონტოვის, მელიქიშვილის, ბაგრატიონის ქუჩების ნაწილი დაიტბორა. ბათუმში რამდენიმე უბანს გუშინ ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს