ომბუდსმენი ელჩებს მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე პროცესებზე მიაწვდის ინფორმაციას

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბასადორიალის ფარგლებში ელჩებს ძირითადად მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე პროცესებზე მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას.

როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ საუბარი ექნებათ ძირითად ტენდენციებზე, რომელიც ადამიანის უფლებათა სფეროში არსებობს და ეს შეეხება, როგორც გარკვეულ პროგრესს, ისე გამოწვევებსა და პრობლემებს თუნდაც სამართალდამცველი ორგანოების მუშაობასთან მიმართებაში.

"მე ყურადღებას ისევ გავამახვილებ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე, ისევე როგორც მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე პროცესებზე. ასევე ვისაუბრებ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ეს იყო და რჩება გამოწვევად. საუბარი ასევე შეეხება საჯარო სექტორში მომხდარ გათავისუფლებებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება