სოსო შატბერაშვილი სემეკ-ს პასუხისმგებლობას აკისრებს

პოლიტიკურ პარტიათა ნაწილი სექტემბრის მეორე ნახევარში არეულობის მოწყობას დაიწყებს, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე "მემარცხენე ალიანსის" წარმომადგენელმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა.

როგორც შატბერაშვილმა აღნიშნა, "ეს არეულობა რევოლუციით" დასრულდება. სოსო შატბერაშვილი მთელ პასუხისმგებლობას სემეკს აკისრებს, ვინაიდან, მისი თქმით, თუ კომისია დაუშვებს დენის ტარიფის გაძვირებას, მოსახლეობის ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.

"თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ეს არეულობა. მთელი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ და ხეთაგურის მიერ დაკომპლექტებულ "თელასს", - განაცხადა შატბერაშვილმა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირების ეროვნული კომისია დღევანდელ საჯარო სხდომაზე "თელასისთვის" ელექტროერგიის განაწილების გატარებისა და მოხმარების ტარიფის დადგენაზე მსჯელობს. სხდომას "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია და "მემარცხენე ალიანსის" წარმომადგენლები სოსო შატბერაშვილი და კახა ძაგანია ესწრებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს