ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ თბილისში ელექტროენერგიაზე სუბსიდირების აუცილებლობა დადგება

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი ფიქრობს, რომ თბილისში ელექტროენერგიაზე სუბსიდირების აუცილებლობა დადგება.

ამის შესახებ მარიამ ვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას სუბსიდირების რა მონახაზზეა საუბარი თბილისთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ ტარიფი გაიზრდება.

"როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს სემეკ-ის სხდომა. საბოლოო შედეგი ჩემთვისაც უცნობია, თუმცა გარკვეული კომპონენტების დეტალური განხილვა ამ კვირების განმავლობაში მიდიოდა და ბუნებრივია, წარმოდგენა გვაქვს თუ რაზე შეიძლება იყოს საუბარი. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ მოვისმენთ მას შემდეგ რაც კომისია გამოაცხადებს ტარიფის შესახებ კორექტირების საბოლოო შედეგს. ბუნებრივია, სუბსიდირების სქემის აუცილებლობა, მე ვფიქრობ, რომ დადგება ისევე როგორც "ენერგო პროს" შემთხვევაში. მე დარმწუნებული ვარ, დიდად განსხვავებული არ იქნება არც ეს და ალბათ, იდენტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული თბილისის შემთხვევაშიც", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის სუბსიდირება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რომელთაც არ მოუწევთ დამატებითი ღირებულების გადახდა.

"ანუ გარკვეულ სეგმენტს ჩვენი მოსახლეობის, ეს ტარიფის ზრდა თუ იგივე მოხდება "თელასის" შემთხვევაში, არ შეეხება", - აღნიშნა ვალიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს