კახა ძაგანია - სემეკის გადაწყვეტილება საბოტაჟური იყო

სემეკი-ს გადაწყვეტილება იყო საბოტაჟური, რომელიც მომხმარებელს მძიმე ხარკად დააწვება, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ "მემარცხენე ალიანსის" წარმომადგენელმა კახა ძაგანიამ განაცხადა.

კახა ძაგანიამ დედაქალაქისთვის დენის ტარიფის ზრდის გადაწყვეტილებას კატასტროფული უწოდა. მისი თქმით, ეს აუცილებლად აისახება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე და სამწუხაროდ არა დადებით კონტექსტში.

"შემოდგმაზე ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ არეულობის მოწყობას, ნამდვილად დაეყრდნობიან სემეკ-ის ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ დღეს სემეკ-ის გადაწყვეტილება იყო საბოტაჟური, რომელიც მძიმე ხარკად დააწვება მომხმარებელს. სამწუხაროდ ეს გადასახადი სახელმწიფოს ერთიანობისა და სიძლიერისთვის არ იქნება ძალიან წამახალისებელი და შედეგიანი", - განაცხადა კახა ძაგანიამ.

დღევანდელ სხდომას ესწრებოდა "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურიაც, რომელმაც სემეკ-ის გადაწყვეტილებას უსამართლო და უკანონო უწოდა. ბაღათურია მიიჩნევს, რომ ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს და ტარიფების შემცირება ითხოვოს.

"მიწიდან ამოვიღებთ და ყველა პასუხს აგებს კანონისა და სამართლის წინაშე. ეს უნდა იცოდეს ყველა კორუმპირებულმა მაღალჩინოსანმა, ვინც ხელი შეუწყო ტარიფის გაზრდას", - განაცხადა ბაღათურიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო