კახა იმნაძე - რუსეთის მხრიდან გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა მხოლოდ პროცედურული საკითხია

გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, კახა იმნაძის შეფასებით, ის ფაქტი, რომ რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა, აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს.

როგორც იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხს მედიაში ძალიან დიდი გაშუქება ჰქონდა, თუმცა ეს არის მხოლოდ პროცედურული საკითხი.

"უშიშროების საბჭოს ყოველთვიურად ჰყავს ერთი თავმჯდომარე ქვეყანა, ანუ გამოდის 15 თვეში ერთხელ უშიშროების საბჭოს წევრ ყველა ქვეყანას უწევს თავმჯდომარეობა, რაც არის კოორდინატორის ფუნქციის შესრულება. უფრო მეტსაც გეტყვით, რუსეთი არის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე სექტემბრის განმავლობაში, აგვისტოში კი იგი იყო აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის კოორდინატორი, რომელშიც საქართველოც შედის და ყველა კომუნიკაცია ჯგუფში რუსეთის მიერ ვრცელდებოდა. მანამდე აღნიშნული ჯგუფის კოორდინატორი საქართველოც იყო", - განაცხადა კახა იმნაძემ და დასძინა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ რიგითი პროცედურული თემაა და სხვა არაფერი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება