კომპანია Money Movers-მა 6 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა

ყველაზე მსხვილი აგრეგატორი საქართველოში, ყოველწლიურად 40-60 მილიონი ტრანზაქცია, მსოფლიოს წამყვანი ელექტრონული საფულეების წარმომადგენელი, ასეულობით პროვაიდერის პარტნიორი , დიდი სააგენტო ქსელი მსოფლიომასშტაბით, თანამედროვე ტექნიკური უზრუნველყოფა და დაცვის სისტემები, საუკეთესო სერვისის მიწოდებაზე ორიენტირებული პროფესიონალთა გუნდი - ამ ყველაფერს ჩვენი კომპანია აერთიანებს, - ამ ყველაფერს კომპანია Money Movers აერთიანებს. Money Movers-მა კაჭრეთში, სატუმრო "ამბასადორში" 6 წლის იუბილე აღნიშნა. საღამოს ათეულობით უცხოელი და ქართველი სტუმარი, ასევე კომპანიის ბიზნესპარტნიორები და მეგობრები დაესწრნენ. 6 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ისეთი კომპანიის წარმომადგენლებმა როგორიცაა: Mail.ru Group, Yandex, Qiwi, Wallet One, Wargaming და სხვა.

ღონისძიება განრიგის მიხედვით რამდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი: დღის პირველი ნაწილი სტუმრების მიღება/რეგისტრაციას დაეთმო, მეორე ნაწილში კი გაიმართა Money Movers-ის პრეზენტაცია, რომელიც კომპანიის მიმდინარე პროექტებსა და მიზნებს ასახავს. კომპანიას სტუმრებს ასევე მრავალი სიურპზრიზი და გათამაშება მოეწყო: Money Movers-ის 3 საუკეთესო მომხმარებელი და ყველა სტუმარი დასაჩუქრდა უამრავი პრიზებით: Money Movers დაბრენდილი ჩანთებით, ჭიქებით, კალმებით, ბლოკნოტებით, შოკოლადებით, მაისურებით, ბროშურებით, მანქანის სურნელოვანი საკიდებით, 10 ლარიანი Wallet One ელექტრონული საფულის პლასტიკური ბარათით, ბრენდული ღვინით, ხოლო ტოპ მომხმარებლებს ამ ყველაფერთან ერთად გადაეცათ Bluetooth headphone, მეხსიერების ბარათები და 100-ლარიანი ელექტრონული საფულის ბარათები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მონაწილეთათვის გათამაშდა 2 კაციანი საგზური კაჭრეთში.

Money Movers-ის დირექტორმა, კახაბერ საკანელაშვილმა სტუმრებს პრეზენტაციის სახით კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნო. როგორც საკანელაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, 6 წლის თავზე, სრულიად შესაძლებელია იმის თქმა, რომ Money Movers-მა ელექტრონულ კომერციაში თავისი სიტყვა თქვა.

InterPressNews.Ge"კომპანია Money Movers 2009 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო, რომ ელექტრონულ კომერციაში ჩვენი სიტყვა გვეთქვა. 6 წლის თავზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მიზანი შესრულებულია. კომპანია საქართველოს ბაზრის 90%-ზე ოპერირებს წარმატებით და აგრძელებს განვითარებას არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. ჩვენ წარმოდგენილი ვართ 14 ქვეყანაში, გვყავს 80-მდე აგენტი საერთაშორისო ბაზარზე და საკმაოდ გვეამაყება როცა ვიძახით, რომ ჩვენი ოპერაციების 70% მუშავდება საერთაშორისო ბაზრის მეშვეობით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ Money Movers-ის ძირითადი მიზანი ელექტრონულ კომერციაში პროცესების გამარტივებაა. კერძოდ, ჩვენ გვინდა, რომ მომწოდებელს და პროდუქციის მიმღებს ერთმანეთთან მისვლის გზები გავუმარტივოთ. ვაკეთებთ ე.წ. ჰაბ-ს, ერთ მხარეს გვყავს მომწოდებელი, მეორე მხარეს მომხმარებელი და ფაქტობრივად ერთი ინტეგრაციით შესაძლებელია მათი დაკავშირება საკმაოდ მარტივად, ისე რომ კომპანიას არ უწევს დამატებითი სახსრების გადახდა ინტეგრაციებში, არ კარგავს დროს ასეთ პროცესებზე და მომხმარებელიც, თავის მხრივ, არ ეძებს კომპანიას და ორივე მხარე მოგებულია. საერთაშორისო ბაზარზე ასეთი ტიპის კომპანიები საკმაოდ წარმატებულად ოპერირებენ, ჩვენ აქ პირველები ვართ, შესაბამისად ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ, რათა უფრო მარტივი გავხადოთ საქართველოში ელექტრონული კომერციის კეთება", - განაცხადა საკანელაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანია Money Movers წყვეტს უკანა ხაზზე ყოფნას და ფრონტის ხაზზე გადადის, რაც მომხმარებლებში ცნობადასაც უფრო გაზრდის.

"დღეს 6 წლის იუბილე გვაქვს. აქამდე კომპანია Money Movers ყოველთვის მუშაობდა უკანა ხაზზე და ფრონტზე წარმოდგენილი არ იყო. ჩვენთან ყოველთვის თანამშრომლობენ დიდი კომპანიები, რომლებიც უშუალოდ მერე მომხმარებლებს ემსახურებოდნენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მარტო ბიზნესმა იცის ჩვენზე და ჩვეულებრივმა მომხმარებელმა იცის ნაკლები. მივიღეთ კომპანიაში გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ძალები მოვსინჯოთ ფრონტზეც, გავაკეთოთ პროდუქტები, რომლებიც უშუალოდ მომხმარებელზე იქნება ორიენტირებული და არა რომელიმე კომპანიაზე. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ არა თუ გადავწყვიტეთ რაღაც გვეთქვა, არამედ მოვიწვიეთ ჩვენი პარტნიორები, რომლებიც უცხოეთში ჩვენთან რამდენიმე წელიწადია თანამშრომლობენ. ანუ, დღეს არის საღამო სადაც ჩვენ გვინდა ჩვენი პროექტების შესახებ მოვყვეთ და ვისაუბროთ იმ სიახლეებზე, რომლებიც იგეგმება", - განაცხადა საკანელაშვილმა.

Money Movers-ის პარტნიორები დარწმუნებულები არიან, რომ კომპანიასთან ურთიერთობა კიდევ უფრო გარღმავდება და მას სანდო პარტნიორს უწოდებენ.

InterPressNews.Ge"მე წარმოვადგენ კომპანია Qiwi-ს და მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები სტუმართმოყვარე ქართულ მიწაზე. კომპანია Money Movers-ის შესახებ მე შევიტყვე, როდესაც ვმუშაობდი კომპანია "Яндекс.Деньги"-ში კომერციულ დირექტორად. იქ ვიმუშავე 3.5 წელი და მივხვდი, რომ პარტნიორებთან ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც ურთიერთობა, რომელიც გამოიხატება სკაიპით, ე-მაილით ან სმს-ით მიმოწერაში. როდესაც მე პირველად ჩამოვედი საქართველოში, მე ძალიან შემიყვარდა ქვეყანა, პარტნიორები. ჩვენ ძალიან ბევრი სასარგებლო გავაკეთეთ ერთად. ახლა მე ვმუშაობ კომპანიაში Qiwi და ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას პირდაპირი ინტეგრაციის მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ღონისძიება გაამყარებს ჩვენს ორმხრივ შეთანხმებებს და გაზრდის ჩვენს საერთო მოგებას", - განაცხადა Qiwi-ს განვითარებისა და სტრატეგიის ვიცე პრეზიდენტმა დიმიტრი დანილენკომ.

კომპანია Money Movers-ი დაარსდა 2009 წელს და გახდა ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა: ინტერნეტკომერცია, ინტერნეტმარკეტინგი, საშუამავლო საქმიანობა ინტერნეტკომერციაში, საგადახდო მომსახურება და ა.შ.

კომპანია წარმოადგენს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს და ახორციელებს სხვადასხვა ინოვატორულ პროექტს ელექტრონულ კომერციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა