მანანა კობახიძის აზრით, PACE-ს რეზოლუციის პროექტი საქართველოს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის ელემენტებს შეიცავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის აზრით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციის პროექტი საქართველოს სასამართლოს უპატივცემულობისა და მის საქმიანობაში ჩარევის ელემენტებს შეიცავს.

ამის შესახებ მანანა კობახიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვეციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესახებ მომხსენებელ პედრო აგრამუნტის მიერ მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ. საქართველოსთან მიმართებაში დოკუმენტში საუბარია ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებაზე.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არც პრეზიდენტის, არც მერის და არც სხვა თანამდებობა არ არის იმუნიტეტი, თუ საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან.

"ჩვენი გუნდი ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული ფასეულობების ერთგულია. ამიტომ გავატარეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში", - აღნიშნა კობახიძემ და დასძინა, რომ აგრამუნტის მიერ მომზადებული ანგარიში რეალურად არ ასახავს იმ ვითარებას, რაც საქართველოშია და შეიცავს "ნაციონალური მოძრაობისადმი" სოლიდარობის, ასევე საქართველოს სასამართლოს უპატივცემულობისა და მის საქმიანობაში ჩარევის ელემენტებს.

მისივე თქმით, სასამრთლომ დაამტკიცა, რომ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ბიუჯეტიდან 4 მილიონზე მეტი გაფლანგა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ და ამ საკითხის განხილვისას პოლიტიკური დევნაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.

მანანა კობახიძის თქმით, აღნიშნული რეზოლუციის მიღება ევროპული ფასეულობების დისკრედიტაცია იქნებოდა.

სესიაზე თავისი მოსაზრება გამოთქვა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ და დეპუტატებს მოუწოდა, თვალი არ დახუჭონ საქართველოში არსებულ პრობლემებზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს