2015 წლის 9 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ფანჯიკიძის N 22-ში (ყოფილი ბუდაპეშტის ქუჩა) გაიმართება საერთაშორისო სამშენებლო კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენის“ პროექტ „მწვანე ბუდაპეშტის“ 1 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოწვეულ 300 სტუმარს შორის არიან კომპლექსის მომავალი მობინადრეები, სამთავრობო სტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ასევე ღონისძიებას დაესწრებიან კომპანიის კონტრაქტორები და პარტნიორები. საცხოვრებელი კომპლექსი ,,მწვანე ბუდაპეშტი“ საერთაშორისო კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენის’’ ყველაზე მასშტაბური, 45 მილიონ დოლარიანი ინვესტიციაა, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით ათეულში შევიდა.
ახალი ბინის შეძენა საცხოვრბელი პირობების გაუმჯობესებას, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას გულისხმობს, მაგრამ კომფორტი საკუთარ ბინაში ათმაგდება მაშინ, როდესაც სამშენებლო კომპანია თავიდანვე ზრუნავს მობინადრეების ყოფით პრობლემებზე, ითვალისწინებს მათ და წინასწარ ქმნის იდეალურ პირობებს ადამიანების ყოველდღიური პრობლემების მოგვარებისა და გაიოლებისათვის. დიდი ქალაქის დაძაბული ცხოვრების ტემპი მნიშვნელოვანს ხდის თითოეულ წუთს, რომელიც ფუჭად იხარჯება ელემენტარული სერვისის მისაღებად. “მწვანე ბუდაპეშტის “ ბინადრები მათთვის განკუთვნილ, საუკეთესოდ დაცულ სივრცეში უზრუნველყოფილი იქნებიან ყოველგვარი მომსახურებით. ამის საშუალებას მათ აძლევს კომპანია “მაქრო ქონსთრაქშენი” რომლის მუშაობის მთავარი პრინციპია ადამიანებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა. მწვანე ბუდაპეშტის 11700მ2 ზეგაშენებული საცხოვრებელი კომპლექსი მობინადრეებს სთავაზობს ევროსტანდარტის 351 ბინას სრული რემონტით: აბაზანის გარნიტურით, სამზარეულოს ავეჯითა და ჩაშენებული ტექნიკით მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას: კალათბურთის მოედანი, სკეიტბორდის რამპები, სარბენი ბილიკები, ბავშვთა სათამაშო მოედნები, ბავშვთა მოვლის ცენტრი, ფიტნესცენტრი. კორპუსების პირველი სართულები დაეთმობა პირველადი მოხმარების საქონლის მაღაზიებს,სილამაზის სალონს, გასართობ და გამაჯანსაღებელ ცენტრებს, კაფეებსა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს. ქალაქის ცენტრში განლაგებული საცხოვრებელი კომპლექსი გარშემორტყმული არეკრეაციული ზონით რომელიც სიმყუდროვისა და ეკოლოგიური სიჯანსაღის გარანტია. მშენებლობა ხორციელდება უახლესი ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებით. მობინადრეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა საკუთარი გემოვნებითაარჩიონ შიდა სარემონტო მასალების ფერი და ხარისხი. მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და 2016 წლის სექტემბრის ნაცვლად მაისში დასრულდება. მობინადრეები დაგეგმილზე ოთხი თვით ადრე შეძლებენ შესახლებას. ერთი წლის განმავლობაში ტერიტორიის დაცვა, დასუფთავება, მწვანე ნარგავების მოვლა უფასოდ განხორციელდება.
იცხოვრეთ ბედნიერად! დანარჩენზე თქვენი სამშენებლო კომპანია იზრუნებს!
(R)