საგარეჯოში დავით სერგეენკოსა და თამარ ხიდაშელის სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა

საგარეჯოში, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ თამარ ხიდაშელის სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა.

შეხვედრაზე ამავე რაიონის მაჟორიტარობის კიდევ ერთი კანდიდატი, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა და განაცხადა, რომ მასაც აქვს უფლება შეხვდეს ამომრჩეველს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად.

"დავით სერგეენკო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრია, ჩემი ჯანდაცვის მინისტრია, ჩემი შვილების ჯანდაცვის მინისტრია და ჩემი ამომრჩევლის ჯანდაცვის მინისტრია... იმისთვის არ გვიბრძოლია 2012 წლის ოქტომბერში, რომ ის ხდებოდეს, რაც ხდება დღეს", – განაცხადა შეხვედრაზე მისულმა ირმა ინაშვილმა.

რაც შეეხება ზოგადად შეხვედრას, დავით სერგეენკომ ადგილობრივ სამედიცინო საზოგადოებას "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი წარუდგინა. ასევე ექიმებისგან რაიონში სამედიცინო კუთხით არსებული პრობლემები მოისმინა, თავად კი მათ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

"მე დღეს შეხვედრა მქონდა სამედიცინო საზოგადოებასთან. გავცვალეთ მოსაზრებები - მათგან მოვისმინე ადგილობრივი პრობლემები, ასევე ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებზე. ეს იყო ჩვენი შეხვედრის ძირითადი ფორმატი", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.

ინფორმაციას საგარეჯოში, სამედიცინო საზოგადოებასთან გამართული შეხვედრისა და მომხდარი ინციდენტის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს