"ბიბლუსი გალერეაში" წიგნის, "სიკვდილით განკურნების" პრეზენტაცია გაიმართა

"ბიბლუსი გალერეაში" ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალის" მესამე სერიის წიგნის "სიკვდილით განკურნების" პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც "პალიტრა L"-ის პროექტების მენეჯერმა , თიკო ფეიქრიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ სერიაში უკვე გამოშვებულია ორი წიგნი – ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი" და "ცეცხლით გამოცდა". მისივე განმარტებით, დღეს ჯეიმს დაშნერის "სიკვდილით განკურნება" 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდა.

წიგნის პრეზენტაციას საკმაოდ ბევრი თინეიჯერი ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წამახალისებელი გათამაშება. პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს გაუმასპინძლდნენ ტორტით, რომელზეც წიგნის ყდა იყო გამოსახული. ხოლო თეფშების ნაწილს უკან მიკრული ჰქონდა სტიკერი. სტუმრებმა, რომლებსაც ასეთი სტიკრები შეხვდათ, "ლიბერთინსის" პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნების გულსაკიდები მიიღეს საჩუქრად.

დღევანდელ პრეზენტაციაზე ასევე დაანონსდა "პალიტრა L"-ის ახალი პროექტის შესახებ. როგორც პროექტების მენეჯერმა განმარტა, "პალიტრა L"-ის ახალი პროექტი გათვლილია 8-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის. "ამ პროექტში იქნებიან 8-12 წლის ასაკის ბავშვები ჩართულები, ასევე მასწავლებლები, რომლებიც რეკომენდაციას მოგვცემენ წიგნის შესახებ, თუ რომელი წიგნი გამოიცეს და რომელი არა. პროექტი იქნება "ლიბერთინსის" მსგავსი. თუმცა ამ პროექტს "ლიბერქიდსი" ერქმევა, ანუ თავისუფალი ბავშვები. ჯგუფები უკვე შედგენილია. გვყავს ბავშვებიც და მასწავლებლებიც, თუმცა პროექტში მონაწილეთა მიღება გრძელდება. ამ პროექტში, როგორც თანამედროვე ავტორების თარგმნილი ლიტერატურა, ისე კლასიკური ნაწარმოებებიც იქნება", - განაცხადა თიკო ფეიქრიშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა