გიორგი გვიმრაძე აცხადებს, რომ სომხეთში გამართულ შეხვედრაში მისი მოხსენება ევროპულ არჩევანის უალტერნატივობას ეხებოდა

მე ვმონაწილეობდი სომხეთში გამართულ ღონისძიებებში, რომელიც ეძღვნებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციულ პროექტებს და ჩემი მოხსენება ეხებოდა ევროპულ არჩევანის უალტერნატივობას, - ასე უპასუხა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი გვიმრაძემ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ გიორგი გვიმრაძე ევრაზიული არჩევანის ლიდერთან არჩილ ჭყოიძესთან ერთად სომხეთში ევრაზიული კავშირის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო.

გვიმრაძის განმარტებით, ის ბოლო წლების განმავლობაში დაკავებული იყო ანალიტიკური საქმიანობით და მას ხშირად უხდებოდა სხვადასხვა პოზიციის მქონე, ზოგჯერ მისთვის მიუღებელი პოზიციის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა.

"ბოლო წლების განმავლობაში დაკავებული ვიყავი ანალიტიკური საქმიანობის სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრში, რაც გულისხმობდა იმას, რომ ვმონაწილეობდი სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებში და შესაბამისად, ვუერთიერთობდი სხვადასხვა პოზიციის, ზოგჯერ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი პოზიციის მქონე ადამიანებთან. ასევე ვმონაწილეობდი სომხეთში გამართულ ღონისძიებებში, რომელიც ეძღვნებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციულ პროექტებს და ჩემი მოხსენება ეხებოდა ევროპული არჩევანის უალტერნატივობას", - განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

მან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ნეიტრალიზება მხოლოდ დიალოგით არის შესაძლებელი.

" რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ამ ფორმაციის რუსეთის ფედერაციასთან, მე მგონია, რომ საქართველოს ურთიერთობის მოწესრიგება არის შეუძლებელი. თუმცა ვადასტურებ, რომ ჩართული ვიყავი ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის პროცესებში და მგონია, რომ დიალოგი არის შესაძლებლობა იმისა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალება მოხერხდეს", - განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს