გიორგი კვირიკაშვილი - "აბრეშუმის გზის ფორუმი" ემსახურება იმას, რომ საქართველო გახდეს ცნობადი, კომფორტული ქვეყანა ინვესტიციებისთვის

საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" პირველ რიგში, ემსახურება იმას, რომ საქართველო გახდეს ცნობადი, კომფორტული ქვეყანა ინვესტიციებისთვის.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აბრეშუმის გზის კონცეფცია არის მნიშვნელოვანი იმით, რომ ის აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების განვითარების პოლიტიკას ერთი პლატფორმის ქვეშ. მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ფორუმი ჩატარდა საქართველოში.

"ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ფორუმი. მე არ მახსენდება ამხელა სპექტრი წარმოდგენილი ინვესტორების სხვადასხვა ქვეყნებიდან. ასევე იყვნენ წარმოდგენილი ქვეყნები მინისტრების, ვიცე-პრემიერების დონეზე. იყო ძალიან საინტერესო განხილვები. ეს ფორუმი პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ საქართველო გახდეს ცნობადი, კონფორტული ქვეყანა ინვესტორებისთვის. ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, არა აქვს ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის სტაბილურობა, არის დემოკრატიული, პოლიტიკური სისტემა და არის კანონის უზენაესობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს