არასამთავრობოები - საგარეჯოში არჩევნების მიმდინარეობისას რიგი დარღვევები გამოიკვეთა

საგარეჯოში შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას რიგი დარღვევები გამოიკვეთა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომლებიც პროცესის მიმდინარეობას აკვირდებიან.

კერძოდ, ერთობლივი ბრიფინგი უფლებადამცველთა გაერთიანების წარმომადგენელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კავშირის ხელმძღვანელმა დავით ლილუაშვილმა გამართეს. როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, უბნებზე ფიქსირდებიან პირები, რომლებსაც არ აქვთ უფლება საარჩევნო უბანზე ყოფნის.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა 28-ე საარჩევნო უბანზე, სადაც დიდი ჩაილურის სოფლის რწმუნებული იყო მისული.

"ეს არის საარჩევნო კოდექსის ნორმის დარღვევა. კენჭისყრის შენობაში საარჩევნო უბანზე უფლების არმქონე პირების ფაქტები ფიქსირდება, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციასთან კომუნიკაციას ამყარებენ. საუბარია, სავარაუდოდ მითითებებზე. ერთ-ერთ დამრღვევ პირად, რომელსაც არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო საარჩევნო უბანზე, იყო სოფელ დიდი ჩაილურის რწმუნებული. ეჭვებს ამყარებს ის გარემოებებიც, რომ თითქმის ყველა სოფელში რწმუნებულები იმყოფებიან თავიანთ თანმხლებ პირებთან ერთად და ახდენენ იქ მისულ ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლას. ადგილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაულს 162-ე მუხლის საფუძველზე, ეს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა დავით ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების არასწორი რაოდენობა. ასევე ბიულეტენების წინასწარ გამზადება, რაც, მისი თქმით, ჩვეულებრივი დარღვევაა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება