პეტრო პოროშენკო- უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების ესკალაცია ფიქსირდება, სამხედროები მზად არიან, საპასუხო სროლა დაიწყონ

უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების ესკალაცია ფიქსირდება, სამხედროები მზად არიან, საპასუხო სროლა დაიწყონ. როგორც "ინტერფაქს უკრაინა" იტყობინება, ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გააკეთა.

"ჩვენ ვხედავთ ვითარების ესკალაციას უკრაინის აღმოსავლეთში. ჩემი განკარგულებით, თუ ჩვენი სამხედროების, ჩვენი მეომრების, გმირების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, უფლება აქვთ საპასუხო ცეცხლი გახსნან", - განაცხადა პოროშენკომ ჟურნალისტებთან საუბარში.

მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში უკრაინელმა სამხედროებმა "ბოევიკთა" 4 სადაზვერო-დივერსიული ჯგუფი გაანადგურეს. ლიკვიდირებულ მებრძოლებს რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოუმენტები ჰქონდათ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს