მამუკა ვასაძე "ტვ-25"-თან, ხოფის ბაზრობასთან და გია სოსანაშვილის საქმესთან დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე "ტვ-25"-თან, ხოფის ბაზრობასთან და გია სოსანაშვილის საქმესთან დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს.

როგორც ახლად დანიშნულმა მამუკა ვასაძემ განაცხადა, არასერიოზულია იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილისა და მისი ადვოკატის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე პასუხი.

"მე აქამდე ვიყავი საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელი. იური ვაზაგაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმე სწორად საგამოძიებო ნაწილის გამოძიებულია. ამ საქმეზე განაჩენიც დამდგარია და სოსანაშვილს მისჯილი აქვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ ეტაპზე განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო წესით, მხოლოდ სასჯელის ნაწილში. რაც შეეხება ბრალდებებს, ჩვენ გამოძიების ეტაპზევე გადავამოწმეთ თითოეული ის ვერსია, რაც სოსანაშვილმა და ზოგადად დაცვის მხარემ დააყენა. თითოეული ამ ვერსიის ირგვლივ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებებს, გენინსპექციამ შეისწავლა ეს საკითხი", - განაცხადა მამუკა ვასაძემ.

მისი თქმით, ძალადობაზე და ზეწოლაზე სოსანაშვილის მხარის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე პასუხი არასერიოზული იქნება.

"არასერიოზულია ამ საკითხზე რაიმე პასუხის გაცემა. რა ზეწოლაზეა საუბარი. მთელი გამოძიების და სასამართლო პროცესების განმავლობაში, სოსანაშვილი და მისი ადვოკატი ცდილობდნენ არა მხოლოდ ჩემთან დაკავშირებით, არამედ ვაზაგაშვილის ოჯახის მიმართ ზღვარსგადასულ და ამორალურ ბრალდებებს", - განაცხადა ვასაძემ.

რაც შეეხება "ტვ 25-ის" ხელმძღვანელების ბრალდებებს, მთავარი პროკურორის მოადგილე განმარტავს, რომ ეს ბრალდებები 2013 წლის დეკემბრის პერიოდს ეხება, რა დროსაც იგი პროკურატურის თანამშრომელი არ ყოფილა.

"2015 წლის იანვარში მოვედი, შესაბამისად, ამ საქმესთან იქამდე არანაირი შეხება არ მქონია", - განაცხადა ვასაძემ.

რაც შეეხება ხოფის ბაზრობას, მისი თქმით, ეს საქმე გამოსაძიებლად იმ დანაყოფს საერთოდ არ ჰქონდა, რომელშიც ის მუშაობდა.

"ეს საქმე ჰქონდა თბილისის დანაყოფს, მე ვმუშაობდი აჭარის რეგიონში, ამიტომ შემხებლობა არ მქონია ამ საქმესთან", - განაცხადა მამუკა ვასაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხოფის ბაზრობის ხელმძღვანელობა მამუკა ვასაძეს ქონების ჩამორთმევას ედავება.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა