თუ დაინტერესებული ხართ ცენტრალური გათბობის სისტემებით, ეს სტატია კომპანია MIRA-ს და მისი ახალი ბრენდების შესახებ ნამდვილად გამოგადგებათ.
ქართველი მომხმარებელი პროდუქტის შეძენისას არჩევანს ბრენდების ცნობადობის მიხედვით აკეთებს. ირჩევს იმ პროდუქტს, რომლის შესახებაც სმენია. გადაწყვეტილებების უმეტესობა სწორედ ამ პრინციპით მიიღება. ეს ტენდენცია გაცილებით თვალშისაცემია ცენტრალური გათბობის სისტემების შემთხვევაში. სისტემა მნიშვნელოვან ინვესტიციას მოითხოვს, მაგრამ პროდუქტის და სერვისის ხარისხის შეფასება არაპროფესიონალისთვის რთულია. რჩება მარტივი გამოსავალი, სხვისთვის მიბაძვა, ახლობლის, თუნდაც არაპროფესიონალის რჩევა ან ხელოსანზე მინდობა. “რასაც სხვები ყიდულობენ მეც იმას ვიყიდი” პრინციპი, ხშირ შემთხვევაში, შეზღუდული ინფორმაციის პირობებში საკმაოდ კარგი ხერხია რისკის შესამცირებლად. თუმცა ასეთი მიდგომა გაზრდილ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. მაშინ როცა ინტერნეტით ყველანაირი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი, ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს იგივე ან უკეთესი ხარისხის პროდუქტი გაცილებით უკეთეს ფასად.
სწორედ ამ სტრატეგიით შემოვიდა კომპანია MIRA გათბობისა და კონდიცირების სამომხმარებლო ბაზარზე. ქართული ბაზრისთვის 3 ახალი ბრენდი, სამართლიანი ფასები, უმაღლესი ხარისხი და სრული სერვისი - ასე შეიძლება დავახასიათოთ MIRA-ს შეთავაზება მომხმარებლისთვის. მომხმარებელს საიტის საშუალებით სრული ინფორმაციის მიღება შეუძლია პროდუქტებისა და ბრენდების შესახებ, შეუძლიათ დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად ხარისხიან პროდუქტს ყიდულობენ. აქვე შესაძლებელია დანახარჯის დათვლა, სისტემის კომპონენტების, მათი დანიშნულებისა და ფასის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება. ამის შემდეგ კი, შესაძლებელია MIRA-ს გუნდთნ დაკავშირება და ესაა მთელი ის ძალისხმევა რისი გაწევაცაა საჭირო სახლში გათბობის სისტემის დამონტაჟებისათვის.
MIRA დღეის მდგომარეობით სამ ბრენდს სთავაზობს მომხმარებელს.
ALARKO - CARRIER-ის თურქული შვილობილი კომპანიაა. CARRIER ესაა მსოფლიო ლიდერი გათბობისა და კონდიცირების სისტემებში. კომპანია წარმოდგენილია 60 ქვეყანაში 39 ქარხნით. დაწყებული 1902 წლიდან, როდესაც CARRIER-მა პირველმა შექმნა სახლის კონდიცირების სისტემა, კომპანია ინოვაციების კუთხით ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს და ხარისხის სტანდარტებს ამკვიდრებს.
ARCA CALDAIE - ნამდვილი იტალიური ბრენდი, ასე შეიძლება დავახასიათოთ ARCA. 25 წლის განმავლობაში კომპანიამ მრავალი ჯილდო მოიპოვა ევროპის მასშტაბით. დღეს ARCA იტალიის ბაზრის 40%-ან წილს ფლობს, ხოლო ქვაბის აბსოლუტურად ყველა დეტალი იტალიაშია წარმოებული.
ROBELLO - ესაა ბრენდი რომელიც ხარისხისა და ფასის საუკეთესო შეფარდებას გთავაზობთ. იტალიური ტექნოლოგიით ჩინეთში აწყობილი ქვაბები, კონკურენტ ბრენდებზე საგრძნობლად იაფია, თუმცა გამოირჩევა უახლესი ტექნოლოგებით და უმაღლესი ხარისხით. MIRA-ში ენდობიან ROBELLO-ს და მასზეც სხვა ბრენდების მსგავსად, 3 წლიან გარანტიას გასცემენ.
MIRA-ში შეგიძლიათ შეიძინოთ ცენტრალური გათბობის სისტემის ყველა კომპონენტი, რადიატორების, მილებისა და ფიტინგების ჩათვლით. აქვე შესაძლებელია ბაზარზე არსებული თითქმის ყველა ცნობილი ბრენდის ქვაბის სათადარიგო ნაწილების შეძენაც.
ახლა თქვენზეა დამოკიდებული გააკეთებთ თუ არა მომგებიან არჩევანს. MIRA-ში საახალწლო აქციების და ფასდაკლებების სეზონია!
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"