ბესიკ ხარძიანის დედა - ჩვენ გვაინტერესებს ვინ შეუკვეთა მკვლელობა

ჩვენ გვაინტერესებს ვინ შეუკვეთა მკვლელობა, - ასე გამოეხმაურა ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის დედა მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბიზნესმენის მკვლელების ვინაობა დადგენილია.

"ვიცოდით, რომ ვიღაცა მოტოციკლით მოვიდა და მოკლა, მაგრამ ჩვენ გვაინტერებს, ვინ შეუკვეთა მკვლელობა, თორემ ის ისედაც ვიცოდით, რომ ვიღაცა უცხოელი მოვიდა და თავის სახლთან მოკლა ბიჭი. ისედაც ვიცოდით, რომ შეკვეთილი მკვლელობა იყო", - განუცხადა ხარძიანის დედამ ტელეკომპანია "იმედს".

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ოჯახს ეჭვი, ვინ შეიძლება იყოს მკვლელობის დამკვეთი, ბიზნესმენის დედა აცხადებს, რომ "ოჯახიც დაბნეულია".

"ჩვენც დაბნეულები ვართ. არანაირი ვარაუდი არ გვაქვს. ვარაუდი რომ გვქონდეს, ფრჩხილებით ამოვკორტნიდი თვალებს", - აღნიშნა ხარძიანის დედამ.

პროკურატურამ ბესიკ ხარძიანის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბიზნესმენი უცხოელმა მამაკაცმა მოკლა, ხოლო მეორე მის დახმარებაშია ბრალდებული. ორივე მამაკაცზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს