ადვოკატი - ვინ არის ხარძიანის მკვლელობის დამკვეთი, ამას გამოძიება დამატებით გასცემს პასუხს

პროკურატურა ხარძიანის მკვლელობის საქმეზე უნაკლოდ მუშაობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შემდეგ მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ განუცხადა.

მისი თქმით, გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში სხვა პირთა დანაშაულიც გამოიკვეთოს.

"ვინ არის მკვლელობის დამკვეთი და ვინ იყო ბესიკ ხარძიანის სიკვდილით დაინტერესებული, ამას გამოძიება დამატებით გასცემს პასუხს ისევე, როგორც წარმატებით გააკეთა დღეს ეს", - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

მისი თქმით, გამოძიების მხრიდან ბესიკ ხარძიანის ოჯახს ინტენსიურად მიეწოდებოდა საგამოძიებო მოქმედებების შედეგებზე ინფორმაცია, მათ შორის მათთვის ცნობილი იყო იმ პირთა ვინაობა, ვისაც პროკურატურამ მკვლელობის ბრალდება წარუდგინა.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ადვოკატი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის და ამაზე ისაუბრებენ ის პირები, რომელთაც ბრალი წარედგინა და რომლებიც წარსდგებიან სასამართლოს წინაშე.

ადვოკატი ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ ასევე განმარტავს, რომ ხარძიანის ოჯახი მკვლელობის მოტივად გია უდესიანის ფაქტორს ასახელებს.

"ამის შეფასება მოხდება სასამართლოში, თუმცა ოჯახი იგივე პოზიციაზეა. გარდა ამ ვერსიისა სხვა ვერსია მე არ მსმენია", - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს