კახა კალაძე - ჩვენი სურვილია გვქონდეს შესაძლებლობა, რუსეთიდან იმ მოცულობის ბუნებრივი აირი წამოვიღოთ, რამდენი მოთხოვნაც იქნება

ჩვენი სურვილია გვქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთიდან წამოვიღოთ იმ მოცულობის ბუნებრივი აირი, რამდენი მოთხოვნაც იქნება ქართულ ბაზარზე, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს "გაზპრომთან" მოლაპარაკებების კომენტირებისას განუცხადა.

"რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებს რაც შეეხება, არ ვიცი ამას გინდა ულტიმატუმი დავარქვათ, გინდა მოთხოვნა, საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ მოხდეს გატარების თანხობრივი ანაზღაურება. აქედან გამომდინარე ქართულ მხარეს გვაქვს სურვილი და გვინდა, რომ ჩვენ მივიღოთ იგივე შედეგი, რასაც ვიღებდით ნედლეულის მიღების შემთხვევაში და ასევე, გვქონდეს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში წამოვიღოთ იმდენი მოცულობის ბუნებრივი აირი, რამდენიც იქნება მოთხოვნა ქართულ ბაზარზე და ამაში შეზღუდულები არ ვიყოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება კომერციული გაზის შეძენის თაობაზე და რა როლი აქვს ამაში სახელმწიფოს, კახი კალაძე აცხადებს, რომ კომერციული ბაზარი აბსოლუტურად დერეგულირებულია და ყველა კომპანიას აქვს შესაძლებობა პირდაპირ დაელაპარაკოს "გაზპორმს" იქნება ეს თუ "სოკარს" და სადაც უკეთეს ფასს მიიღებს, იმ ქვეყნიდან შემოიტანოს ბუნებრივი აირი.

"სახელმწიფო აქ არ ერევა და ამის შესაძლებლობები თვითონ კომპანიას გააჩნია", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება