ბიძინა კუჭავას ოჯახი არჩილ თალაკვაძის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში მიმდინარე კვირას შეიტანს

"საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ოჯახი და ადვოკატები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელს სასამართლოში მიმდინარე კვირას შეიტანენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კუჭავას ოჯახის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ განუცხადა, სასარჩელო მოთხოვნაა, უწყებამ ოჯახს გამოძიების დასრულებამდე "ცილისმწამებლური განცხადებებისთვის" ბოდიში მოუხადოს.

"საუბარია არჩილ თალაკვაძის სატელევიზიო გამოსვლაზე, სადაც მინისტრის მოადგილემ ბიძინა კუჭავა ზუგდიდელი პროკურორის, პაატა ქირიას მკვლელად მოიხსენია", - განაცხადა კორკოტაძემ.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ "ბიძინა კუჭავა არის პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელი, რაც პრაქტიკულად უკვე დადგენილია".

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს