სანდრო ბრეგაძე საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და მოძრაობა "ეროვნულების" თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის.

როგორც სანდრო ბრეგაძემ მოძრაობა "ეროვნულების" წევრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის და მისი თანამოაზრეები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობის წევრებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. მოძრაობის წევრები მოითხოვენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, რომელიც ოჯახის განმარტებას ეხებოდა, მოქმედმა მთავრობამ განახორციელოს.

"ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ სექსუალური უმცირესობები უნდა იდევნებოდნენ. ჩვენ მოვითხოვთ, რომ არ დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება. ყოფილ პრემიერს ჰქონდა ინიციატივა, კონსტიტუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა. ჩვენ ვითხოვთ მოქმედი მთავრობის წევრებმა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე და ასევე გაჩნდეს ჩანაწერი რათა სამომავლო პროვოკაციები იქნას თავიდან აცილებული", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

მოძრაობა "ეროვნულების" თავმჯდომარის ინფორმაციით, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დასაშვებად სამართლებრივი ბრძოლის დაწყების უკან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები დგანან მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".

"მე როგორც მთავრობის წევრი პირველ რიგში მთავრობისგან ვითხოვ პოზიციის დაფიქსირებას. ასეე მაინტერესებს კოალიციაში შემავალი სუბიექტების პოზიცია. რაც შეეხება იმას, ღიად თუ რომელი პოლიტიკური პარტია უჭერს მხარს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. თავისუფალი ინსტიტუტის ფრთა – გიგა ბოკერიას და ლევან რამიშვილის ხელმძღვანელობით", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა