ყარაფილას მცხოვრებლების ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის საქმის მოწმე, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

ყარაფილას მცხოვრებლების ინფორმაციით, ირინა გიგოლაშვილი, რომელიც იური ვაზაგაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე იყო, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, გიგოლაშვილი რამდენიმე დღის წინ დაიღუპა.

"ირინას გრიპის ვირუსი ჰქონდა. რამდეჯერმე სასწრაფოც გამოიძახა, თუმცა თავდაპირველად საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი უთხრეს, რადგან უქმე დღეები იყო, თუმცა შემდეგ, როცა ვითარება დამძიმდა, ის კლინიკაში მოათავსეს. კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში ორი დღე მკურნალობდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა", - აცხადებენ ყარაფილელები.

მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი გუშინ დაკრძალეს.

ირინა გიგოლაშვილი იური ვაზაგაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე იყო. ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულის, გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მოწმე "გაუკრვეველ ვითარებაში" გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: რისგან გარდაიცვალა იური ვაზაგაშვილის საქმის მოწმე?

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს