ამირან გამყრელიძე - გრიპის ვირუსის ეპიდემიისგან ძალიან შორს ვართ

გასულ კვირასთან შედარებით ამ კვირაში გრიპის ვირუსის შემთხვევების ნახტომისებური, რადიკალური ზრდა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირის საბოლოო მონაცემები ცენტრში ორშაბათს, 1-ელ თებერვალს დაჯამდება, თუმცა რა ინფორმაციაც გამყრელიძეს გააჩნია, საავადმყოფოებში ბავშვთა მიმართვიანობა არ გაზრდილა.

"მესამე კვირის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე 332 შემთხვევა ფიქსირდება, IV კვირის მონაცემები კი, ორშაბათს დაჯამდება. გრიპის ვირუსის ეპიდემიისგან ძალიან შორს ვართ. სასკოლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესის სამი დღით შეჩერება პრევენციის მიზნით ხდება - სასურველია გრიპის ვირუსის გადაცემის ჯაჭვის გასაწყვეტად სკოლაში სწავლა შეწყდეს. მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, საპანიკო სიტუაცია არ არის: იანვარია, წელს ოდნავ მეტია შემთხვევების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ ეს არ არის კატასტროფული ზრდა. ჯანდაცვის სისტემა მზად არის ამ გამოწვევას უპასუხოს", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გრიპის ვირუსის შემთხვევები თებერვალშიც იქნება, თუმცა ეს არ იქნება შემთხვევების ეპიდემიური მატება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს