დავით სერგეენკო - ეპიდემიოლოგების აზრით, მომავალ კვირას გრიპის გავრცელების არეალი იკლებს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის გავრცელების ზრდის ტემპი შენელებულია.

დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე სხვა თემებთან ერთად, ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პანიკის საფუძველი და ეპიდემიის საშიშროება არ არის.

"საბედნიეროდ, დაავადების გავრცელების ზრდის ტემპი შენელებულია. ჩვენი ეპიდემიოლოგების აზრით, მომავალ კვირას, გავრცელების არეალი იკლებს, ანუ დაავადებების პიკს გადავივლით. სამწუხაროდ, სიკვდილიანობა ინერციულად მოყვება დაავადებას", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთი გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია რაიმეს მიჩქმალვა ან დრამატიზება არ არის. მინისტრის განცხადებით, უწყება საზოგადოებას ღიად აწვდის ინფორმაციას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს