მაკა ასათიანი – გაჩეჩილაძე ჩემი ოჯახის წევრია

გაჩეჩილაძე ჩემი ოჯახის წევრია, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთმა მეწილემ მაკა ასათიანმა ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადა. ასათიანი თბილისში წუხელ ჩამოფრინდა.

მას მედიასთან კონკრეტულად არ უსაუბრია. მისი თქმით, განცხადებას ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთებს.

როგორც მაკა ასათიანმა აღნიშნა, ის დღეს დილიდან "მაესტროს" თანამშრომლებთან შეხვედრებს გამართავს.

"ამ წუთას, ალბათ, შეფასებას ვერ გავაკეთებ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ალბათ, ის არის, რომ შეცდომებს უშვებს ყველა - ადამიანებიც, პოლიტიკოსებიც, მთავრობაც. მთავარია, რომ ეს შეცდომა დავინახოთ, ვაღიაროთ და გამოვასწოროთ", - განაცხადა ასათიანმა.

კითხვაზე, შეხვდება თუ არა გაჩეჩილაძეს, მაკა ასათიანმა აღნიშნა, რომ გაჩაჩილაძე მისი ოჯახის წევრია.

"როგორ არ ვაპირებ შეხვედრას. ის არის ჩემი ოჯახის წევრი", - განაცხადა ასათიანმა.

იხილეთ ვიდეო: მაკა ასათიანი ჩამოფრინდა - აეროპორტში გაკეთებული პირველი კომენტარი "მაესტროზე"

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა