ე.წ. კორტების საქმეზე სხდომა 26 თებერვლისთვის გადაიდო

ე.წ. კორტების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში სხდომა 26 თებერვლისთვის გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის გამოუცხადებლობა გახდა.

ველიჯანაშვილმა სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომელშიც დღევანდელ პროცესზე დაუსწრებლობის მიზეზს განმარტავს. ადვოკატმა პროცესის გადადება სხვა სასამართლო სხდომების დასწრების მოტივით ახსნა.

დღევანდელ პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა კახა ნაკანმა გააკეთა განცხადება, რომ მომდევნო სხდომებიდან იგი საქმის განხილვას არ დაესწრება. კახა ნაკანმა აღნიშნა, რომ არც პროკურატურაზე და არც მოსამართლეებზე ნაწყენი არ არის და ენდობა საქმის განხილვას. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ობიექტურად გაგრძელდება სასამართლოს სხდომები. კახა ნაკანმა ასევე აღნიშნა, რომ უდანაშაულოა.

"16 წელი ვმუშაობდი სპეცრაზმში. საყვედურიც კი არ მიმიღია. ვიომე ჩემი ქვეყნის მთლიანობისთვის. ვარ უდანაშაულო. კორეტების სპეცოპერაციის დროს ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. არ გადამიმეტებია უფლებამოსილება და ყოველთვის მზად ვარ იმისთვის, რომ ვიბრძოლო ჩემი ქვეყნისთვის", - განაცხადა კახა ნაკანმა.

პროცესის გადადებას პროკურატურა დაეთანხმა, თუმცა როგორც საქმის პროკურორებმა აღნიშნეს, დაცვის მხარის შუამდგომლობა სხდომის გადადების შესახებ, საქმის განხილვის გაჭიანურებას ემსახურება. სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ბრალდებულის ახლობლებსა და ვაზაგაშვილის ახლობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, თუმცა ვითარება მანდატურება განმუხტეს.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სხდომა 24 თებერვალს 16:00 საათზე განახლდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს