ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე დღეს არსებითი განხილვა დაიწყება. სხდომა საქალაქო სასამართლოში 13:30 საათს არის ჩანიშნული. საქმის განმხილველი მოსამართლეა ლელა ნოზაძე.

ბესო ხარძიანის საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარე წლის 3 თებერვალს იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი იმ მოტივით გადაიდო, რომ მოსამართლე ლელა ნოზაძე სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სათათბიროდ იყო გასული. ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია ორი პირი - ოლეგ დოევი და ფარიდ გურბანოვი, რომლებსაც სახაზინო ადვოკატი დაიცავს. არც ერთი მათგანი დაკავებული არ არის. მათზე ძებნაა გამოცხადებული.

ბიზნესმენი ბესო ხარძიანი 28 მარტს საკუთარ სახლთან მოკლეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს