ადამიანის უფლებათა ცენტრის" ინფორმაციით, სიღნაღის პოლიციამ "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლები დააკავა

და ამავე პარტიიდან სიღნაღის საარჩევნო ოლქის ბოდბისხევის საუბნო - საარჩევნო კომისიის წევრი ბესიკ ხატიაშვილი სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ადამიანის უფლებათა ცენტრიდან" აცნობეს, ხატიაშვილის ადვოკატის, თენგიზ ბეჟაშვილის ინფორმაციით, პოლიციამ ის სიღნაღის რაიონის გამგეობის სპორტის სამსახურების გაერთიანების უფროსის თამილა ძმანაშვილის საჩივრის საფუძველზე დააკავა.

"ძმანაშვილი ამავე სამსახურის ყოფილ თანამშრომელს შეურაცხყოფისთვის უჩივის. როგორც ის პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, ბესიკ ხატიაშვილი მისგან სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას ითხოვდა, რა დროსაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა",-აღნიშნეს ორგანიზაციაში.

ოფიციალური მონაცემებით, ხატიაშვილი სპორტის სამსახურში კრივის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. თანამდებობიდან ის 2008 წლის 5 აპრილს გაათავისუფლეს. ხატიაშვილის თქმით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი "რესპუბლიკური პარტიის" წევრობა გახდა. შრომის კანონთა კოდექსით, მას სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, სასამართლოში დავის დაწყების უფლება 7 მაისამდე ჰქონდა.

"ამიტომ, 5 მაისს თამილა ძმანაშვილს სამსახურში მივაკითხე და ვთხოვე ბრძანება მოეცა, რაზედაც უარი მივიღე. ამის შემდეგ უკვე კატეგორიულად მოვითხოვე დოკუმენტის მიღება, რაზეც ისევ იუარეს. ძმანაშვილს ვუთხარი, რომ კანონს არღვევდა და პასუხს მოვთხოვდი. ამაზე დამცინეს, რის შემდეგაც ოფისი დავტოვე. ჩემი იქიდან წამოსვლის შემდეგ პოლიცია გამოიძახეს. ძმანაშვილმა სამართალდამცავებს ჩვენება მისცა, თითქოს მე მას შეურაცხყოფა მივაყენე, ვაგინე და ა.შ, რაც თანამშრომლებმაც დაუმოწმეს. სამართალდამცავებმა დამაკავეს, დამკითხეს და სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილად მცნეს",- განაცხადა ხატიაშვილმა.

"რესპუბლიკური პარტიიდან" სიღნაღის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება და "ნაციონალური მოძრაობა", პოლიციის მეშვეობით მის მხარდამჭერებს ატერორებს. "ბოდბისხევი ერთ-ერთი რთული უბანია სიღნაღის საარჩევნო ოლქში. როგორც ჩანს, ბესიკ ხატიაშვილს ვერაფერი მოუხერხეს, ვერც გადაიბირეს და ვერც მოისყიდეს. ამიტომ ასეთი მეთოდებით გაუსწორდნენ. ერთი თვის განმავლობაში მაინც მას ეჭვმიტანილის სტატუსი ექნება, რაც მმართველ პარტიას, მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალებას აძლევს. სხვა შემთხვევაში მას ბრალდებულად ცნობენ და დაიჭერენ",- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" შეშფოთებას გამოთქვამს წინასაარჩევნოდ კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერების მასობრივ დაშინებასთან და მათზე მიმდინარე ზეწოლის გამო. ცენტრი მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ამ ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია