თინა ხიდაშელი ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში რაიმე გართულებებს არ ელოდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში რაიმე გართულებებს არ ელოდება. ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ არც ბრიუსელისა და არც ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფოს მხრიდან რაიმე განსხვავებული პოზიცია და დამოკიდებულება ამ პროცესთან დაკავშირებით არ იქნება.

"პირველ რიგში ვულოცავ ქართველ ხალხს ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ გვამცნო ევროკომისარმა. ჩვენმა სახელმწიფომ, პირველ რიგში საზოგადოებამ და მოსახლეობამ, რომლებიც გვერდში უდგანან რეფორმებს, რომლებიც ითხოვენ რეფორმებს და რომლებიც მოწადინებულები არიან ამ რეფორმების წარმატებისთვის, გააკეთა ყველაფერი, რომ გუშინდელი დღე მომხდარიყო. მე არ ველოდები რაიმე გართულებებს, განსაკუთრებით არ ველოდები ჩვენი მხრიდან. ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ ძალიან მტკიცედ და დარწმუნებული ვარ, რომ არც ბრიუსელისა და არც ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფოს მხრიდან იქნება რაიმე განსხვავებული პოზიცია და დამოკიდებულება. არ ხდება ასე, რომ კომისიამ რეკომენდაცია გაწიოს თუ პოლიტიკური კონსენსუსი მიღწეული არ არის. ამიტომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ შემდეგ რამდენიმე თვეს", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, დარჩენილია წმინდა წყლის იურიუდიული პროცედურები.

"ჩვენ წმინდა წყლის იურიდიული პროცედურები გვაქვს გასავლელი მათ შორის ევროპარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ ერთი ნაწილი ოცნების საქართელოს მოსახლეობისთვის რეალიზებული იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ქართველი ამ სიკეთეს გამოიყენებს", - განაცხადა ხიდაშელმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო