თავდაცვის სამინისტროს ბელგიელ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტსა და მეტროს სადგურებში მომხდარი ტერორისტული აქტების დროს დაღუპულთა ოჯახებს, ბელგიელ ხალხს და ხელისუფლებას სამძიმარს უცხადებს.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს და თანადგომას უცხადებს ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტსა და მეტროს სადგურებში მომხდარი ტერორისტული აქტების დროს დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად ბელგიელ ხალხს და ხელისუფლებას.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გმობს ტერორისტულ აქტებს მსოფლიოს ყველა ქყვეყანაში და მიიჩნევს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს, რადგან იგი მსოფლიო მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაულია", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

























