კახა კალაძე - ტერორიზმის წინააღმდეგ თანამედროვე მსოფლიოსთან ერთად უნდა გავერთიანდეთ

ტერორიზმის წინააღმდეგ თანამედროვე მსოფლიოსთან ერთად უნდა გავერთიანდეთ, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტებს.

"ძალიან მძიმეა რაც მოხდა. ჩვენ ვართ თანამედროვე მსოფლიოს ნაწილი, იმ ევროპის ნაწილი, რომელიც გმობს ტერორიზმს. ძალიან მძიმე იყო ის რაც ვნახეთ და ჩვენ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, გავერთიანდეთ თანამედროვე მსოფლიოსთან ტერორიზმის წინააღმდეგ, რადგან ეს არის ძალიან მძიმე და დამთრგუნველი თითოეული ჩვენგანისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

ბრიუსელში აფეთქებების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა, 300-მდე დაშავდა, მათ შორის არიან 40 სახელმწიფოს მოქალაქეები.

ბელგიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საავადმყოფოებში ამ დრომდე 150 ადამიანი გადის მკურნალობას, 61-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 4 მათგანი კომატოზურ მდგომარეობაშია.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო