ბრიუსელის ტერაქტში ეჭვმიტანილი ძმები ბაკრაუიები აშშ-ს ტერორისტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი

ძმები ხალიდ და ბრაჰიმ ბაკრაუიები, რომლებიც ბრიუსელის ტერაქტში არიან ეჭვმიტანილები, აშშ-სთვის ცნობილი იყვნენ. "ბიბისის" ცნობით, ისინი ვაშინგტონს ტერორისტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი. ორივე ძმა ბელგიის პოლიციისთვისაც ცნობილი იყო. მათ კრიმინალური წარსული ჰქონდათ.

ხალიდ ბაკრაუის ინტერპოლი ეძებდა ტერორიზმში შესაძლო კავშირის გამო. ამასთან, მანამდე თურქეთის მთავრობამაც განაცხადა, რომ 2015 წლის ივნისში მათ დააკავეს ბრაჰიმ ბაკრაუი და მისი ბელგიაში დეპორტაცია განახორციელეს.

რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში მომხდარ ტერაქტში ძმები ბაკრაუიების გარდა, კიდევ ორი პირი მონაწილეობდა, მათგან ერთ-ერთი კვლავ გაქცეულია. მას ეძებენ. მომხდარზე პასუხისგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება