ბრიუსელის ტერაქტების მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ბრიუსელში გასულ კვირას განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Independent-ი წერს. გავრცელებული ცნობით, ოთხი ადამიანი ტერაქტის დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ოთხი პაციენტი გარდაიცვალა საავადმყოფოში. სამედიცინო პერსონალმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. მსხვერპლის საერთო რაოდენობაა 35. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს", - წერს "ტვიტერში" ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი.

ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში გასულ კვირას მომხდარი თავდასხმების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება