შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მერიის თანამშრომლებს თურქული ენის კურსის გავლას უსასყიდლოდ შესთავაზებს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით თბილისის მერიასა და IBSU-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შავი ზღვის უნივერსიტეტიდან აცნობეს, ორმხრივი შეთანხმება IBSU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

სტუდენტების საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარებისათვის ღონისძიებები ერთობლივად დაიგეგმება და განხორციელდება. ამასთან, IBSU მერიის თანამშრომლებს თურქული ენის სასერტიფიკატო კურსების გავლას უსასყიდლოდ, სხვა ენების სასერტიფიკატო კურსების გავლას კი შეღავათიანი პირობებით შესთავაზებს. ასევე, მერიის მასშტაბურ ღონისძიებებს უზრუნველყოფს საკონფერენციო დარბაზითა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობით.

InterPressNews.Ge

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში