”ვითიბი ბანკი” Unistream-ის ფულად გზავნილებზე ყველაზე დაბალ ტარიფს სთავაზობს

”ვითიბი” ჯგუფის ბანკები და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვების სისტემა Unistream, მომხმარებელს ფულადი გზავნილის განაღდების ან გაგზავნის ყველაზე დაბალ ტარიფს სთავაზობენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ვითიბი ბანკიდან” აცნობეს, „ვითიბი საქართველოს“, „ვითიბი სომხეთის“, „ვითიბი ყაზახეთის“ და „ვითიბი უკრაინას“ შორის განხორციელებული ფულადი გზავნილების ღირებულება ძირითადი თანხის 0,9% -ს შეადგენს. ამ ტარიფით სარგებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ გზავნილის თანხა არ აღემატება სამი ათას აშშ დოლარს ან ასი ათას რუსულ რუბლს.

მათივე ინფორმაციით, ტარიფი მოქმედებს მხოლოდ ”ვითიბი” ჯგუფის ბანკებს შორის გაგზავნილ და მიღებულ გზავნილებზე. რუსეთში იგივე პირობებით სარგებლობა Unistream-ის ოფისებშია შესაძლებელი.

InterPressNews.Ge

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა