თბილისში ”ფორდის” განახლებული ცენტრი გაიხსნა

თბილისში ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანიის, „ფორდის“ განახლებული სალონი გაიხსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ცენტრი დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან , „ფორდ ევროპის“ რეგიონალურ დირექტორ ფაბრიციო ფალტონისთან და თბილისში ცენტრის დირექტორ თემურ უსტიაშვილთან ერთად გახსნა.

დავით ნარმანიას თქმით, ქალაქისა და ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის მხრიდან განხორციელებული საკმაოდ სოლიდური ოდენობის ინვესტიცია. „გარდა ამისა, დამატებით შეიქმნება სამუშაო ადგილები. ამასთან, მომხმარებლები მიიღებენ იმ მომსახურებას, რომელზეც მოთხოვნა იყო. დედაქალაქში კიდევ უფრო ვითარდება სხვადასხვა სერვისის მიწოდება, ბიზნესი, ინდუსტრია, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებას ადგილობრივი მეწარმეები და „ფორდის“ ევროპის 30 ქვეყნიდან ”ფორდის” წარმომადგენლობების ესწრებოდნენ.

InterPressNews.Ge

გიორგი კობერიძე - ევროპამ აჩვენა, რომ ის იწმინდება ავტოკრატიული გავლენებისგან და ეტაპობრივად შეუძლია საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026