სტუ-სთან სტუდენტების ორი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუდენტების ორი აქცია მიმდინარეობს. ერთს მოშიმშილე ლექტორების მოწინააღმდეეგები მართავენ, მეორეს - მომხრეეები.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები შევიკრიბეთ რათა გავემიჯნოთ მოშიმშილე რექტორებს, მაგრამ არა რეფორმებს, რადგან რეფორმები აუცილებელია, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ გამართული აქციის მონაწილე, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა მაკა გორდეზიანმა განაცხადა. მისივე თქმით, რეფორმების განხორციელება საჭიროა, მაგრამ არა ისე, რომ უნივერსიტეტს იერსახე დააკარგვინოს.

”პირველ რიგში შიმშილობა იმიტომ არის უსაფუძვლო, რომ რეფორმების განხორციელების წინააღმდეგი არც რექტორი არჩილ ფრანგიშვილია და არც ჩვენ, სტუდენტები”, - განაცხადა გორდეზიანმა.

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ კონტრაქციას სტუდენტების ის ნაწილიც მართავს, რომლებიც მოშიმშილე ლექტორებს ემხრობიან.

”ჩვენ ვართ თავისუფალი აზრის მქონე სტუდენტები, რომლებიც სოლიდარობას ვუცხადებთ მოშიმშილე ლექტორებს”, - განაცხადა კონტრაქციის მონაწილემ გიორგი ნაფეტვარიძემ.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები, რომლებიც ლექტორების შიმშილობას აპროტესტებენ, სტუდენტური თვითმმართველობის წევრები არიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა