პაატა ზაქარეიშვილი - კორცხელის ინციდენტის ყველა მონაწილე, ვინც ცემა-ტყეპაში მონაწილეობა მიიღო, უნდა დაისაჯოს

კორცხელის ინციდენტის ყველა მონაწილე, ვინც ცემა-ტყეპაში მონაწილეობა მიიღო, უნდა დაისაჯოს, - ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პროკურატურის განცხადებას, რომ კორცხელის ინციდენტის ყველა მონაწილე დაიკითხება.

„გამოძიებას უნდა ვენდოთ და უნდა დაისაჯოს კორცხელის ინციდენტის ყველა მონაწილე, ვინც ცემა-ტყეპაში მონაწილეობა მიიღო“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის კორცხელის #53-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის დროს დაშავდა ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წევრი, მათ შორის ნიკა მელია, თენგიზ გუნავა, აკაკი მინაშვილი და გიგა ბოკერია. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენლებსაც.

ზუგდიდის კორცხელის თემში კენჭრს იყრიდნენ - თეონა ქარდავა (თავისუფალი საქართველო); ვარადებული ლაშხია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა); ამირან ლაგვილავა (ქართული ოცნება).

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს