ალუდა გოგლიჩიძე - განათლების სისტემა არ არის მორგებული თანამედროვე რეალობას, ინერციით ჩვენ კიდევ საბჭოთა განათლების სისტემა გვაქვს

პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” უახლოეს მომავალში განათლების პროგრამის პრეზენტაციას გეგმავს. ცოტა ხნის წინ, პოლიტიკურ ძალას ახალი წევრი, ალუდა გოგლიჩიძე შეუერთდა, რომელიც სხვადასხვა დროს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თბილისის მერის მოადგილე და ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის დირექტორი იყო. იგი ”თავისუფალ დემოკრატებში” განათლების მიმართულებით იმუშავებს. რას მიიჩნევს სისტემის ყველაზე დიდ ხარვეზად და როგორ ესახება განათლების სფეროში პრობლემების მოგვარების გზები, ამასთან დაკავშირებით ”ინტერპრესნიუსი” ალუდა გოგლიჩიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალუდა, ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა განათლების მიმართულებაა და ბუნებრივია, სანამ უშუალოდ ამ სფეროში არსებულ ვითარებაზე ვისაუბრებთ, უნდა გამოვეხმაუროთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებას. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს და როგორ ფიქრობთ, გაუმკლავდება თუ არა ახალი მინისტრი არსებულ გამოწვევებს?

- დღევანდელ მინისტრს პერსონალურად ახლოს არ ვიცნობ, თუმცა წარმოდგენებში ძალიან პოზიტიური შეფასება მაქვს. რაც შეეხება კონტექსტს, რომელშიც ის იმყოფება, თუ გავითვალისწინებთ ობიექტურ გარემოებებს, რომ არჩევნებამდე ძალიან მცირე დროა და პოლიტიკური გუნდის რესურსს, რომელიც ამ წლების განმავლობაში გამოვლინდა, სამწუხაროდ, ეს ჩემთვის ნაკლებ ოპტიმისტურია. თუმცა პერსონალურად, რა თქმა უნდა, მას და ნებისმიერ დაინტერესებულ, პოზიტიურ, შემოქმედებით ადამიანს წარმატებებს ვუსურვებ, რადგან ეს არის ძალიან რთული სფერო.

- რა არის დღეს განათლების სისტემის ყველაზე დიდი ხარვეზი, ნაკლი?

- განათლების სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ ის არ არის მორგებული თანამედროვე რეალობას. ინერციით ჩვენ ჯერ კიდევ საბჭოთა განათლების სისტემა გვაქვს, ალაგ-ალაგ გარეგნულად გალამაზებული, შეღებილი, კოსმეტიკური ცვლილებებით, მაგრამ თავისი არსით, შინაარსით და ჩვენი მხრიდან მისი აღქმით, ძალიან ჩამოვრჩებით რეალობას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, განათლების სისტემაში რამდენიმე ფაზა, ეტაპი იყო, მაგრამ ძირითადად ყველა მაინც მეტნაკლებად ზედაპირული, რიგ შემთხვევებში ფასადურიც იყო. იყო პერიოდები, როდესაც ხედვა სწორი მიმართულებით არსებობდა, მაგრამ მისი განხორციელების გზები, სტრატეგიები იყო აბსოლუტურად არაეფექტური და შეიძლება ითქვას, რეალობას აცდენილი. შეცდომა, რომელიც ყველა რეფორმატორს და ყველა ლიდერს ახასიათებდა - მასშტაბის ეფექტის იგნორირება იყო. კაბინეტში ძალიან მარტივია ყველაფერი, იქიდან ყველაფერი ძალიან მარტივად ჩანს, მაგრამ თუ ჩვენ მხოლოდ მიზნებით და ზოგადი ორიენტირებით შემოვიფარგლებით, მიზნები მიზნებად და შედეგები ცალკე დარჩება.

- თქვენი აზრით, რა უნდა იყოს განათლების სისტემის მთავარი პრიორიტეტი?

- პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავიაზროთ რა არის განათლების სიტემა, რაში გვჭირდება ეს? ეს არის უბრალოდ, დიპლომების, ატესტატების გაცემის მექანიზმი, კერძო ინტერესების დაკმაყოფილების საშუალება, თუ საჯარო ინტერესების რეალიზების ინსტრუმენტი? როდესაც ვსაუბრობ საჯარო ინტერესების რეალიზებაზე, რა თქმა უნდა, არამც და არამც, არ გამოვრიცხავ ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების აუცილებლობას. პირიქით, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია საერთო, საჯარო საზოგადოებრივ ინტერესებს მივაღწიოთ იმ სისტემით, რომელიც ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული იქნება. დღეს რომ გავაჩეროთ 100 მშობელი და ვკითხოთ, რა არის უმაღლესში მოწყობა ბავშვისთვის და მისი მშობლისთვის - მიზანი, თუ საშუალება, ალბათ დამეთანხმებით, რომ სულ მცირე 99% იტყვის, რომ ეს არის მიზანი - აქ გვაქვს პრობლემა. განათლების დღევანდელი სისტემა არ არის მორგებული საბაზრო ეკონომიკაზე, დემოკრატიულ გარემოზე. ზუსტად აქ გვაქვს პრობლემა, უმაღლესში მოწყობა, ჩემი გადასახედიდან საშუალება უნდა იყოს.

- უახლოეს მომავალში ”თავისუფალი დემოკრატების” განათლების პროგრამის პრეზენტაცია იგეგმება. თქვენი წარდგენისას პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ძლიერი კადრი გიწოდათ და აღნიშნა, რომ განათლების სფეროში 19 წელია საქმიანობთ, აქედან 16 წელი კი, ამავე სფეროს პოლიტიკის განსაზღვრაზე მუშაობთ. როგორია თქვენი და შესაბამისად, ”თავისუფალი დემოკრატების” ხედვა განათლების სისტემის რეფორმირების მიმართულებით?

- არ ვიქნები ზედმეტად თავმდაბალი. 16 წელი განათლების პოლიტიკაში მოღვაწეობა ცოტა არ არის. ეს არის სპეციფიურად გადაწყვეტილებების მომზადების, მისი დანერგვის, პროცესების შეფასების მთელი ციკლი. ჩემთვის სასიამოვნოა და დიდი პატივია ასეთი შეფასება, ამავდროულად, პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. სისტემას ვიცნობ არა მხოლოდ პოლიტიკის შემუშავების პროცესიდან, არამედ, მაქვს ჩემი ხედვების გარკვეულ დონეზე რეალიზების საინტერესო გამოცდილება. ვიცნობ სკოლას, უმაღლესს, მიმუშავია ცენტრალური, ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე. შემიმუშავებია პოლიტიკის დოკუმენტები, კვლევები, სასწავლო პროგრამები. რაც მთავარია, შედეგები მალაპარაკებს. მაქვს წარმატებული გამოცდილება. 5 წლის განმავლობაში შევძელი სკოლის სერიოზული ტრანსფორმაცია განმეხორციელებინა. სკოლა, რომელსაც ვხელმძღვანელობდი, დღესაც ერთ-ერთი ძალიან დემოკრატიული, ღია და წარმატებული სკოლაა (აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 საჯარო სკოლა). ამ გადასახედიდან, ძალიან საამაყო და სასიამოვნოა ბატონი ირაკლის ასეთი შეფასება. ღირებულებები გვაერთიანებს. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი განზომილება. რა თქმა უნდა, ღირებულებები პოლიტიკური ნების გარეშე არ არსებობს. ”თავისუფალი დემოკრატების” განვლილი პოლიტიკური ცხოვრება საფუძველს მაძლევს დარწმუნებული ვიყო, რომ პოლიტიკური ნების მხრივ, შეფერხება არ იქნება. მინისტრის მოადგილედ, იგივე, მერის მოადგილედ მუშაობის დროს არა ერთი საინტერესო პროცესი, ცვლილება დამიწყია, მაგრამ როდესაც არ არის საკმარისი პოლიტიკური ნება და საზოგადოებასთან თამაშის წესები არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ბუნებრივია, ყველაფერი ფურცელზე რჩება.

- რეფორმის საჭიროებას ხედავთ: ზოგადი, უმაღლესი, პროფესიული განათლება, მეცნიერება, - რომელი უნდა იყოს პრიორიტეტი?

- თუ ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ ეკონომიკური ზრდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი აქცენტი უმაღლესი განათლების სისტემაზე უნდა გაკეთდეს, რადგან ეს არის ყველაზე მოკლე გზა ეკონომიკურ ზრდაზე. მაგრამ თუ საერთოდ გვინდა შედეგი, რა თქმა უნდა, ეს ფორმულირება არ გამორიცხავს, რომ ჩვენ ვიმუშაოთ როგორც სისტემამ. დღევანდელი სისტემის პრობლემა ის არის, რომ ჩარევები, რეფორმები იმპულსურია. რეაგირება არის შედეგებზე და არა მათ მიზეზებზე. არ მახსენდება გაგვეკეთებინოს პრობლემების სერიოზული ანალიზი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ სერიოზული დიაგნოსტირება, უნდა ვებრძოლოთ პრობლემებს, მიზეზებს და არა შედეგებს. დღევანდელი სისტემის ერთ-ერთი დიდი პრობლემა გრძელვადიანი მიზნების არარსებობაა. განათლების სისტემაში კვლევები დღესაც მეორეხარისხოვანია. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, წამყვანი სტატისტიკა და ხარისხიანი კვლევები უნდა იყოს.

- კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მინდა მოგვაწოდოთ სისტემის რეფორმირების თქვენეულ ხედვაზე. კონკრეტულ მაგალითებზე რომ ვისაუბროთ, თუნდაც გამოსაშვები გამოცდები, CAT, ეროვნული გამოცდები, ბარიერი, რა არის ის, რაც არსებული მოდელით არ მოგწონთ?

- ძალიან კარგი კითხვაა, თქვენი ნებართვით, ამჯერადაც გულწრფელი ვიქნები და ღიად ვიტყვი. ასეთი ტექსტები არ არის მაინცდამაინც პოპულარული, მაგრამ უნდა ვთქვა, რასაც ვფიქრობ. კლასიკური შეცდომაა, რასაც ხშირად გადაწყვეტილების მიმღები პირები უშვებენ - მაგალითად, როდესაც განათლების მინისტრის მოადგილე გავხდი, ჩემს ქვემოთ მყოფი სტრუქტურების ხელმძღვანელებისგან იყო მოთხოვნილება, რომ გამეცა პირდაპირ ფორმულები, დავალებები, მეთქვა ”ეს გავაუქმოთ”, ”ეს გზა ავირჩიოთ”, ”ეს მოდელი გავაკეთოთ”. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რეცეპტები არ არსებობს. დაშტამპული გზების კარნახი იგივე შეცდომა იქნება, რაც აქამდე დაშვებულა. ჩვენ ვართ ფაზაში, როდესაც პოლიტიკურ ძალას ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, უნდა დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ გავა სწორ შედეგებზე. როგორი იქნება ტაქტიკური გზები, ვისაც გადაწყვეტილებები შეეხება თუ მათ არ ჩავრთავთ, რა განსხვავება იქნება ჩვენსა და წინამორბედებს შორის?

- თუმცა, თქვენ განათლების პოლიტიკაზე 16 წელია მუშაობთ და ბუნებრივია, გექნებათ თქვენეული ხედვა მაგალითად, რა მოდელით უნდა დაამთავროს სკოლა მოსწავლემ, ან რა ფორმით უნდა ჩააბაროს უმაღლესში?

- როდესაც შენ ხარ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი, უნდა წარუძღვე პროცესებს და არ უნდა გასცე პირდაპირ დირექტივები. ბუნებრივია, რაღაც ჩარჩოებში უნდა მოექცე, ახალ ველოსიპედს ჩვენ ვერ გამოვიგონებთ, მაგრამ შეცდომაა გადაწყვეტილების მიღება იმ ადამიანების გარეშე, ვინც შემდეგ გადაწყვეტილება ცხოვრებაში უნდა დანერგოს. პრიორიტეტი ზოგადად, სისტემის გაჯანსაღებაა, სადაც უწყვეტი განათლების კონცეფციაა მთავარი. დონეებს შორის უნდა არსებობდეს ლოგიკური კავშირი და ბმა, რაც დღეს არ არსებობს. ცალკეა სკოლამდელი განათლება, ცალკეა ზოგადი განათლება... მათ შორის არ არის არავითარი კოორდინაციის ინსტრუმენტი. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს ეკლექტური სისტემა. პრიორიტეტი უწყვეტი განათლებაა.

- როდესაც უწყებებში ხელმძღვანელი პირები იცვლებიან, ისინი ცდილობენ თავიანთი იდეებითა და გეგმებით იხელმძღვანელონ, მაგრამ განათლების სისტემაში მასშტაბიდან გამომდინარე, ეს გარკვეულწილად, კიდევ უფრო რთული და მტკივნეულია. არ შეიძლება დაისახოს სახელმწიფოს ერთიანი, სტრატეგიული გეგმა, რომელსაც ნებისმიერი ხელისუფლების, ნებისმიერი მინისტრი მიყვება და შემუშავდეს განათლების სისტემის განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომლის დაგეგმვაში ჩართული იქნება როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია, სფეროს ექსპერტები, საერთაშორისო დონის სპეციალისტები?

- მხოლოდ და მხოლოდ მადლობა შემიძლია გითხრათ. დიახ, ჩვენ უნდა შევძლოთ საზოგადოებრივი კონსესუსის საფუძველზე დავდოთ გრძელვადიანი მიზნები. გრძლევადიანი მიზნების გარეშე სისტემა მუდმივად პულსირებს, რეაგირებს გარე გამაღიაზიანებლებზე, ის არასდროს არის თანმიმდევრული და ვერასდროს გავა შედეგზე. სწორედ ამიტომ ვამბობ, რეცეპტების გაცემისგან თავი უნდა შევიკავოთ, ბრძენის როლში ყოფნას ყველამ თავი უნდა დავანებოთ. რატომ არის პრობლემა სისტემის დღევანდელი ფუნქციონირება? - იმიტომ რომ, ძირითადად, ყველაფერი ლიდერებშია თავმოყრილი და ძალაუფლების დელეგირებას არავინ ცდილობს. მე მართვის სრულიად განსხვავებული სტილი მაქვს. ჩემი ლიდერობის დროს პირიქით, ყველა ქვედა რგოლი მაქსიმალურად არის დატვირთული და არ ვიწყებ წვრილმანებზე ჩემი ცოდნის და ხედვის დემონსტრირებას. ზუსტად ეს იერარქია უნდა გაჩნდეს, ყველამ უნდა აკეთოს თავის საქმე და პარლამენტმა ოდესღაც უნდა აიღოს თავისი ფუნქცია.

- სისტემის განსაკუთრებულ სეგმენტზე - მასწავლებლებზე მინდა ვისაუბროთ. ყველა მინისტრის მიერ გატარებული სხვადასხვა ცვლილება მათ თავზე ხდებოდა. ახალ მინისტრს პროფესიული განვითარების სქემის გაუქმებაც ურჩიეს...

- როდესაც სკოლის დირექტორი გავხდი, სამი წელი არც ერთი პედაგოგი, თანამშრომელი სამსახურიდან არ გამიშვია, არასოდეს დამიდია პედაგოგებთან ერთ წლიანი ხელშეკრულებები. დიახ, ყველა ვინც მოდიოდა, მასწავლებლებით იწყებდა. მთელი სისტემა მომხმარებელი და მიმწოდებელი ერთმანეთს საკლასო ოთახში, თუ აუდიტორიაში ხვდება, იქ პედაგოგია წამყვანი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია. რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს, მაგრამ ამ ხალხს ნუ დავაბრალებთ. ძალიან ბევრი სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული პრობლემაა. რა თქმა უნდა, ეს აისახება პედაგოგზე, მაგრამ პედაგოგამდე ვიდრე მივალთ, ჯერ ბევრ რამეს უნდა გადავხედოთ - განათლების სისტემის ფილოსოფიას, მიზნებს. პედაგოგმა საით უნდა წაიყვანოს ეს ყველაფერი? ვინმემ იცის, დღეს რა არის ორიენტირი? რისთვის ვამზადებთ მოსწავლეებს? ვინმეს შეუდარებია სკოლის ეროვნული სასწავლო გეგმა და უმაღლესის კურიკულუმები? პედაგოგებთან მიმართებაში სისტემა ძალიან ბევრს სცოდავს. მათ ჩვენ არ ვუყურებთ, როგორც შრომის ბაზარზე მყოფ დამსაქმებლებს. რაც შეეხება სქემას, მასზე მუშაობა სამინისტროში ჩემი ყოფნისას მიმდინარეობდა. ყველაზე დასანანი და პრინციპულად უკან დახევაა, რომ სასერტიფიკაციო გამოცდა სავალდებულო ხასიათის არ არის - ეს ძალიან დიდი შეცდომაა. ჩემთვის დევიზივით ჩამოყალიბდა, ჩვენ გვჭირდება ადამიანზე ორიენტირებული რეფორმები, ადამიანების მონაწილეობით, ადამიანურად განხორციელებული.

- აუცილებლად უნდა ვისაუბროთ პასუხისმგებლობის საკითხზე, თქვენ ამომრჩევლებს ესაუბრებით, ისინი ისმენენ თქვენს მოსაზრებებს, თუმცა ჩნდება კითხვა, მინისტრის მოადგილის პოზიციაზე ყოფნისას, რამ შეგიშალათ ხელი, რომ თქვენი გეგმები განგეხორციელებინათ?

- პოლიტიკური რესურსი - მე არასდროს ვყოფილვარ პარტიული, არასდროს ვყოფილვარ ტრადიციული ქართული გაგებით პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული.

- პოლიტიკური ნება არ იყო, სათანადო მხარდაჭერა არ გქონდათ?

- რა თქმა უნდა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, იმდენად დიდი იყო ცვლილებებისადმი გამოწვევა, მაინც არ ველოდი, რომ ასეთი დეფიციტი იქნებოდა და არ იქნებოდა ინტერესი. აქ საუბარია მზაობის, პოლიტიკური ნების ნაკლებობაზე. ძალიან არ მინდა მივივიწყოთ პარლამენტი და სტერეოტიპულად ვუყუროთ სისტემას, თითქოს, მხოლოდ მინისტრია ყველაფერი. რა თქმა უნდა, მინისტრი უნდა იყოს ინიციატორი, ის უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა და მან უნდა დაარეგულიროს პოლიტიკური საკითხები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, პარლამენტია ხმის მიმცემი და ყველაფერი მან უნდა დაამტკიცოს. ამ პარლამენტმა საზოგადოებას რაიმე რეფორმით დაამახსოვრა თავი? ახსოვს საზოგადოებას თვისობრივი, ღრმა, სისტემური, პრინციპული ცვლილებები? - მე ასეთი არ მახსოვს.

- თქვენ იყავით საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე. თუ გაქვთ ინფორმაცია, ფიქსირდება თუ არა ისევ მსგავსი შემთხვევები? რამდენიმე დღის წინ, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პედაგოგთა სამთავრობო რესურსად გამოყენებასა და სამეურვეო საბჭოების სახელისუფლებო ჩარევით დაკომპლექტებაზე მიუთითებდა.

- კომისიის შექმნა 2012 წელსვე დავიწყეთ. როგორც მინისტრის მოადგილე, ამ თემას ვკურირებდი. ბუნებრივია, არ შეიძლება აღფრთოვანებული იყო, რომ ასეთი კომისისის შექმნის საჭიროება არსებობს. მაგრამ იმ რელობაში, როდესაც არ არსებობდა დამოუკიდებელი სასამართლო და ადამიანებს არ ჰქონდათ საშუალება თავიანთი სამართალი ფორმალური გზებით ეპოვათ, ეს იყო ყველაზე დიდი პოლიტიკური კომპრომისი. ეს იყო ნამდვილად იძულებითი რეაქცია. ვფიქრობ, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, განვითარების ტენდენციების კუთხით არასასიამოვნო, მაგრამ მოცემულ რეალობაში აუცილებელი. ამაყი ვარ, რომ კომისიამ წარმატებით იმუშავა. 800-მდე განცხადება შემოვიდა. კომისიის მუშაობის ობიექტურობაში ეჭვი არავის შეუტანია, რადგან 8 ორგანიზაცია იყო ჩართული, მათ შორის, სახალხო დამცველი და 7 ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ განცხადებების დიდ რაოდენობაში კომისიამ არც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება და არც უსამართლობა დაადგინა. როდესაც პედაგოგი სკოლის დირექტორთან შედის და მოსწავლეზე რაიმეს ეუბნება, მან არასდროს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ცალმხრივად. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, შესაბამისი კომპეტენციის მქონე სტრუქტურის გადაწყვეტილება თუ არ იქნება, მე ყოველთვის თავს ვიკავებ, რადგან ცალმხრივად, ყველამ შეიძლება მანიპულირება განახორციელოს. არაფერს გამოვრიცხავ, ვერც ვერაფერს ვადასტურებ, შესაძლოა, ბევრი რამ მსმენია, მაგრამ ამ თემაზე არ მიმუშავია. ასე რომ, დადასტურებულ პასუხს ვერ გაგცემთ რა ხდება.

- საუბრის დასასრულს, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსაც შევეხოთ. წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. კორცხელის მაგალითზე, მხარეებს შორის ღია დაპირისპირების შემთხვევები უკვე სახეზეა, როგორია ”თავისუფალი დემოკრატების” მოლოდინი?

- სამწუხაროდ, ორი პოლიტიკური ძალა ნებსით თუ უნებლიეთ ცდილობს, ყველაფერი ორპოლუსიანი იყოს და მხოლოდ თავისი თავი დაინახოს ამ მოედანზე. ჩვენი გამოწვევა ზუსტად ის არის, რომ სამყარო შავ-თეთრი არ არის და მრავალფერია. არჩევანი ნამდვილად არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, დავარწმუნოთ ამორჩეველი, რომ გვაქვს ნამდვილად ძალიან სიღრმისეული, გააზრებული ხედვა და რაც მთავარია, გვაქვს უნარი და გამოცდილება ეს ყველაფერი მინიმალური დანახარჯებით, მინიმალური სტრესით გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს სათქმელი, წინასაარჩევნო კამპანიის გამოწვევაა, რომ ეს ამომრჩევლამდე მივიტანოთ. ბუნებრივია, გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მე პირადად, მთლიანი გუნდი, არავინ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას და წუწუნს, ჩვენ რა თქმა უნდა ამაზე ვიშრომებთ.

ანა მარშანია

”ინტერპრესნიუსი”

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife