თამაზ მეჭიაური - თინა ხიდაშელი მთავრობაში ”შაჰიდის ქამრის” როლს ასრულებს

თინა ხიდაშელი საქართველოს დამატებით საფრთხეს უქმნის, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი თამაზ მეჭიაური თავდაცვის მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თინა ხიდაშელი არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს, რასთან დაკავშირებითაც მმართველმა გუნდმა ადეკვატური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

”თინა ხიდაშელი მთავრობაში ”შაჰიდის ქამრის” როლს ასრულებს. ვინც მას ამდენი ხანი აჩერებს, პასუხისმგებლობა მანაც უნდა აიღოს. იმიტომ, რომ ეს ქალი არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს. მე არ მესმის, რატომ დგას ის პარლამენტის ზემოთ, აუქმებს გაწვევებს და იღებს სხვადასხვა საზიანო გადაწყვეტილებებს? მან ასევე განაცხადა, რომ ამერიკა გვეხმარება. მე მაინტერესებს, რაში გამოიხატება ამერიკის დახმარება? - ორი ტანკით და სასულე ორკესტრით? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ამით აპირებს? ამ ქალის გადაწყვეტილებებში დამატებით საფრთხეებს ვხედავ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით. რუსეთი რომ ამას რეაგირების გარეშე არ დატოვებს, იმედია, ეჭვი არ ეპარება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ქალი არაადეკვატურია, მისი გადაწყვეტილებები პოპულისტური, რომელიც მიზნად მკვდარი „რესპუბლიკური პარტიის“ გაცოცხლებას ისახავს“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა