განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს ესტუმრა და მის საქმიანობას გაეცნო.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი ცენტრში მიმდინარე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინკლუზიური განათლების ტრენინგებს დაესწრო.
მათივე ინფორმაციით, ტრენინგების მიმდინარეობის გაცნობის შემდეგ, ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი მაჩაბელმა მინისტრს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სტრატეგული ხედვა გააცნო, ასევე, მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოსა და გეგმების შესახებ ანგარიში წარუდგინა.