თბილისის საკრებულოში ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნი გაიხსნება

საფრანგეთის საელჩო საქართველოს მოსახლეობას და ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის. ”საფრანგეთი ისევ მგლოვიარეა საძულველი და სასიკვდილო ტერორისტული აქტის გამო. საფრანგეთის საელჩო საქართველოში მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს იმ სოლიდარობისა და მეგობრობის გამოხატვისთვის, რომელსაც ისინი ჩვენს მიმართ ადასტურებენ ამ საშინელი განსაცდელის ჟამს”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სამძიმრის წიგნი დღეს, თბილისის საკრებულოს შენობაში, 14:00 საათიდან 18 სააათამდე პერიოდში გაიხსნება.

ნიცაში მომხდარი თავდასხმის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 10 ბავშვია.

მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა და უამრავი ადამიანი გადასრისა, რის შემდეგაც იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს