დავით უსუფაშვილმა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარეს, ისმაილ ქაჰრამანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დავით უსუფაშვილმა თურქ კოლეგას პარლამენტის სახელით მიუსამძიმრა და თურქ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.

„პატივცემულო კოლეგა, საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ თურქეთში განვითარებული მოვლენების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ვგმობთ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას, მიმართულს ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. სოლიდარულები ვართ თურქი ხალხის მიმართ და მხარს ვუჭერთ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორის ძალისხმევას დაამკვიდროს მშვიდობა ქვეყნის მასშტაბით და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა. თქვენო აღმატებულებავ, ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ თქვენდამი ჩემს ღრმა პატივისცემას“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება