ბინალი ილდირიმი - ქვეყანაში გადატრიალების მცდელობის საშიშროება ჯერ კიდევ არ მოხსნილა

თურქეთის პრემიერმინისტრის, ბინალი ილდირიმის განცხადებით, სამხედრო ამბოხის უშედეგო მცდელობის შემდეგ, ქვეყნისთვის საშიშროება ჯერ კიდევ არ მოხსნილა. ამის შესახებ „CNNTurk“ იუწყება.

„გადატრიალების მოწყობის რისკი ჯერ კიდევ არსებობს. ვიღაც შეიძლება კვლავ ეძებდეს შესაძლებლობას მორიგი მცდელობისთვის“, - აღნიშნა ილდირიმმა.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ქვეყნის მოქალაქეები არ უნდა შეშფოთდნენ.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ეფკან ალას განცხადებით კი, გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით 11 ათასამდე ადამიანის პასპორტის ანულირება მოხდა. „დღეის მდგომარეობით ჩვენ გავაუქმეთ 10 856 ადამიანის პასპორტი“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება